მოდელი ნინი გოგიჩაიშვილი ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიას ხვდება

მოდელი ნინი გოგიჩაიშვილი ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიას ხვდება

მოდელი ნინი გოგიჩაიშვილი ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა "ბინა 18"-ით გაიცნო ტელემაყურებელმა. ცნობილ დასთან, ნანუკა გოგიჩაიშვილთან ერთად ხშირად ჩნდება თბილისში ელიტური თავშეყრის ადგილებში და ბევრი მამაკაცის გულსაც იპყრობს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მისი გული უკვე რამდენიმე თვეა დაკავებულია. ნინი გერმანული "დუისბურგისა" და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ გიორგი ჭანტურიას ხვდება. ერთად გადაღებულ ფოტოებს წყვილი ფეისბუქის პირად გვერდებზეც ტვირთავს. შეყვარებულები გრძნობებს არ მალავენ და სოციალურ ქსელშიც უტყდებიან ერთმანეთს სიყვარულში.

ახალი ამბის გადამოწმება ნინი გოგიჩაიშვილთან ვცადეთ. მოდელმა ინფორმაცია დაადასტურა და გვითხრა, რომ ის და გიორგი უკვე რამდენიმე თვეა ხვდებიან ერთმანეთს, თუმცა დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

გიორგი ჭანტურია რამდენიმე თვის წინ დაშორდა მეუღლეს, 23 წლის მიმი შელიას, რომელსაც ქართველ ირინა შეიკად მოიხსენიებენ. მიმი მოსკოვში დაიბადა და გაიზარდა, რუსეთის დედაქალაქში წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს და ფოტომოდელობითაც არის დაკავებული. ცოტა ხნის წინ ახალი სიყვარული მიმიმაც იპოვა - ქართველი შეიკი ცნობილ რუს ფეხბურთელს ფიოდორ სმოლოვს ხვდება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს