ხატია ბუნიათიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" სიაში? - რას წერს პიანისტის და გავრცელებულ ჭორზე

ხატია ბუნიათიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" სიაში? - რას წერს პიანისტის და გავრცელებულ ჭორზე

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველი ათეული ახალი სახეებით დაკომპლექტდება. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ "რუსთავი 2"-მა გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, პარტიაში წინასაარჩევნოდ კონსულტაციები გაიმართება, ასევე სახელდება რამდენიმე კანდიდატი, რომლებიც შესაძლოა პარტიის ახალ სახეებად ვიხილოთ. მათ შორის საუბარია, ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტზე გიორგი ქადაგიძეზე, ყოფილ სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშზე, ადვოკატებზე ოთარ კახიძესა და ზაზა ბიბილაშვილზე და პიანისტ ხატია ბუნიათიშვილზეც კი.

აღნიშნულ ინფორმაციას მსოფლიოში ცნობილი პიანისტის და გვანცა ბუნიათიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება. "ძვირფასო მეგობრებო! შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ინფორმაცია ხატიას პარტიულ სიაში შესაძლო ყოფნის შესახებ, არასწორია", - წერს გვანცა ბუნიათიშვილი.

პოსტს ეხმაურებიან კომენტარებში და წერენ, რომ ეჭვიც არ ეპარებოდათ, ცნობილი პიანისტი მსგავს გადაწყვეტილებას არ მიიღებდა: "მადლობა ღმერთს, გამიხარდა" - წერს კომენტარში ია ფარულავა. თუმცა, ნაწილი წუხს, რომ პიანისტს პარლამენტში ვერ იხილავს: "ძალიან დამწყდა გული, საქართველოს პარლამენტს ზუსტადაც ხატიასნაირი პატრიოტები სჭირდება" - წერს ერთ-ერთი ფეისბუქ-მომხმარებელი.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანდრა რულოვსი "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველ ნომრად განიხილებოდა, რაც მოგვიანებით ყოფილმა პირველმა ლედიმ ასე შეაფასა: "მინდა ყველას გასაგებად ვთქვა და ნურავის ნუ ეწყინება, რომ მე ბუნებით უფრო რეჟისორი ვარ ვიდრე მსახიობი, რომელიც სხვისი დაწერილი სცენარიდან როლებს ირგებს!".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს