"ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე მოასწრეს გამოფრენა" - რას წერს სააკაშვილი ცოლ-შვილზე, რომლებიც ბრიუსელის აეროპორტში იყვნენ

"ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე მოასწრეს გამოფრენა" - რას წერს სააკაშვილი ცოლ-შვილზე, რომლებიც ბრიუსელის აეროპორტში იყვნენ

ბრიუსელში მომხდარ ტერაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. როგორც ოდესის გუბერნატორი წერს, სანდრა რულოვსი და ნიკოლოზ სააკაშვილი ტერაქტამდე ცოტა ხნით ადრე გამოფრინდნენ აეროპორტიდან:

"ჩემმა შვილმა და ცოლმა რამდენიმე საათი იმ ტერმინალში გაატარეს ბრიუსელის აეროპორტში, სადაც დღეს დილით ტერორისტებმა აფეთქება მოაწყვეს და ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე მოასწრეს გამოფრენა. როდესაც ამ ტრაგედიის შესახებ გავიგე, უკვე ვიცოდი, რომ გამოფრენა მოასწრეს, თუმცა მაშინვე გავიფიქრე იმ მსხვერპლთა ნათესავებზე და ახლობლებზე, რომლებიც ვერ გადარჩნენ. ეს საშინელი ტრაგედიაა და სამწუხაროდ, როგორც ჩანს, არაა უკანასკნელი. გარდა სხვა მიზეზებისა, ეს გახლავთ შედეგი ძალიან დიდი ბიუროკრატიზაციის, მოდუნების და ხისტი გადაწყვეტილებების მიღების უუნარობის" - წერს სააკაშვილი.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, როცა დონეცკის ოლქში მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგი ჩამოვარდა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა შოუში Шустер LIVE განაცხადა, რომ მისი მეუღლე, სანდრა რულოვსი იმ კონფერენციაზე იყო მიწვეული, რომლის მონაწილეებიც დონეცკის ოლქში ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ.

წაიკითხეთ: როგორ გადაურჩა სანდრა რულოვსი მალაიზიური თვითმფრინავის ტრაგედიას - რას ყვება მიხეილ სააკაშვილი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს