რძის პროდუქტი, ხორცი და ხილი ბავშვებს დიდი ხანია არც კი უნახავთ... - 9-შვილიანი ოჯახის ყოველდღიურობა

რძის პროდუქტი, ხორცი და ხილი ბავშვებს დიდი ხანია არც კი უნახავთ... - 9-შვილიანი ოჯახის ყოველდღიურობა

ამ ოჯახის ამბავი ფეისბუქით გავრცელდა:

"ჩიკვაიძეების მრავალშვილიანი ოჯახი...

დედა ნინო, მამა მირიანი და 9 არაჩვეულებრივი ბავშვი, გლდანში, ნაქირავებ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობენ. ავეჯი ფაქტობრივად არ აქვთ, სადილი დღეში ერთხელ სოციალურად დაუცველთა სასადილოდან მოაქვთ. რძის პროდუქტი, ხორცი და ხილი ბავშვებს დიდი ხანია არც კი უნახავთ.

მაგრამ მშობლებს მკაცრად ნუ განსჯით. შვილის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, მათ გადაწყვიტეს, რომ იმდენი შვილი გაეჩინათ, რამდენსაც ღმერთი მისცემდა.

მართლაც, არაჩვეულებრივი შვილები ჰყავთ. ერთი მეორეზე უკეთესები, ლამაზები და ჭკვიანები. ოჯახის ყველაზე პატარა და მთავარი წევრი ჭიჭიკო, ორ კვირაში ერთი წლის

გახდება. მაგრამ ამ განსაკუთრებული დღის აღნიშვნას ოჯახი ვერ შეძლებს. მშობლებს ახლა მხოლოდ ერთი საზრუნავი აქვთ – როგორ გამოკვებონ ბავშვები და როგორ გადარჩნენ.

რამდენიმე დღის წინ, მირიანმა უბედური შემთხვევის შედეგად მძიმე ტრავმა მიიღო, ფეხი სამ ადგილას აქვს მოტეხილი. ახლა, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი უმოძრაოდ წევს, და ექიმების თქმით, კიდევ რამდენიმე თვე საწოლიდან ვერ წამოდგება, და მით უმეტეს, ვერ იმუშავებს! მირიანი აუტანელი ტკივილებისგან იტანჯება, მაგრამ ტკივილგამაყუჩებლებს არ იღებს... მან იცის, თუ მისთვის წამლებს იყიდიან, ბავშვები შეიძლება პურის გარეშე დარჩნენ!

განაგრძეთ კითხვა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს