„ირაკლი ბიძინას ნაჩუქარ სახლში მოსეშვილზე აღარ ცხოვრობსოო ან ბიძინამ წაართვაო...ატყდა სიხარულის ყიჟინა“

„ირაკლი ბიძინას ნაჩუქარ სახლში მოსეშვილზე აღარ ცხოვრობსოო ან ბიძინამ წაართვაო...ატყდა სიხარულის ყიჟინა“

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია, ექსპრემიერზე გავრცელებულ ჭორს პასუხობს. ჯღარკავა ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ძველ საცხოვრებელ მისამართზე აღარ ცხოვრობს და ის ბიძინა ივანიშვილმა წაართვა.

ჟურნალისტის განცხადებით,  ღარიბაშვილზე გავრცელებული ჭორები მის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება.

"მესმის რომ ღარიბაშვილის ნებისმიერი ხერხით დამცირება მოგწონთ ზოგიერთს და ერთობით, მაგრამ ისეთი ტყუილი მაინც მოიგონეთ, ორი საათი მაინც იარსებოს, ირაკლი ბიძინას ნაჩუქარ სახლში მოსეშვილზე აღარ ცხოვრობსოო, სავარაუდოდ ან ბიძინამ წაართვა ან თვითონ მიუგდოვოო, ატყდა სიხარულის ყიჟინა და თვით გივი თარგამაძემ დაუსვა წერტილი, იქ ცხოვრობს ყოველდღე ვხედავოო და მორჩა კრიახიი… ისე თბილისშია უკვეე ჩამოვიდა გერმანიიდან და არც გერმანიაში სახლის საყიდლად არ ყოფილა, ჩიტების წიწიკი შეწყვეტილა აშკარად… ირაკლის სავარაუდო გამოჩენამ პოლიტიკაში სრული ისტერიკა დამართათ, ესაა თავი და თავი და ნერვიულობის შედეგი", - წერს ჯღარკავა.

ასევე იხილეთ: ირაკლი ღარიბაშვილი ბრუნდება? - რა საკითხზე იგეგმება კონსულტაციები "ქართულ ოცნებაში"

"თემა აგორდება: ირაკლი დეპრესიაშია, თავის მოკვლის მცდელობა ჰქონდაო" - ჯღარკავას ინფორმაციით, ენმ ღარიბაშვილზე "მასიურ შეტევას გეგმავს"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს