"საერთოდაც თითქმის აღარაფერზე ლაპარაკობს" - ნათია ფანჯიკიძე იუბილარი დედის შესახებ

"საერთოდაც თითქმის აღარაფერზე ლაპარაკობს" - ნათია ფანჯიკიძე იუბილარი დედის შესახებ

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე იუბილარი დედის, ცნობილი გერმანისტისა და მთარგმნელის, დალი ფანჯიკიძის შესახებ წერს:

"დედა 79 წლის გახდა. მთელი საღამო არც გვისმენდა და არც ხმა ამოუღია. საერთოდაც თითქმის აღარაფერზე ლაპარაკობს. მამასაც თითქმის აღარ ახსენებს. თუ ოდნავ გამოცოცხლდა, წიგნების დაბინავებაზე ზრუნავს. არკვევს, გვაქვს თუ არა ყველას სახლში "ბუდენბროკების" ახალი გამოცემა, ან რამე სხვა. წამოსვლისას გვითხრა, "არაფერი არ ხდება შემთხვევით, ჩემი თარგმნილი წიგნების პერსონაჟებმა გამხადეს ავად, ყოველმა მათგანმა და ყოველმა მათმა განცდამ და ღამეც ისინი მეცხადებიან, არცერთი გამორჩევით, ყველა ერთად".

განახლებული ოპერა მაინც ნახა, ფარდა დაიწუნა, ძველი იმით იყო ფასეული, ორიგინალი რომ იყო, ეს დაბეჭდილი "ეკრანი" არაფერი არაა, ჯობდა თანამედროვე მხატვრის შექმნილი ორიგინალი ყოფილიყოო.

დიდხანს მინდა მყავდეს დედა".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს