"ქართული ოცნების" სიის პირველი ათეული მესიზმრა..." - რომან გოცირიძე

"ქართული ოცნების" სიის პირველი ათეული მესიზმრა..." - რომან გოცირიძე

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში რომან გოცირიძე "ქართული ოცნების" საარჩვენო სიასთან დაკავშირებით სახალისო პოსტს აქვეყნებს. როგორც გოცირიძე წერს, სიის პირველი ათეული მან სიზმარში ნახა.

"ხალხს რომ ამ ბოლო პერიოდში მხოლოდ სექსუალური სიზმრები ესიზმრება, როგორ მომწამლა ამ პოლიტ-ეკონომიურმა რეალობამ, რომ სიზმრებიც კი პოლიტიკური მაქვს?!

წუხელ ქართული ოცნების სიის პირველი ათეული მესიზმრა:

1. მანანა კობახიძე

2. ნოდარ ხადური

3. დავით ნარმანია

4. გიგა ბუკია

5. დავით ლორთქიფანიძე

6. მიხეილ დუნდუა

7.ზურაბ ტყემალაძე

ბოლო სამის დამახსოვრება ვერ მოვასწარი. სწორედ ამ დროს დამახტა თავზე მძინარეს კატა ამ კვირაუთენია.

დასრულება თქვენთვის მომინდია", - წერს გოცირიძე "ფეისბუქზე".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს