"შენ საუკეთესო დედა ხარ... შენი ანგელოზი მალე ისევ ისე ლამაზად იცეკვებს!" - შორენა ბეგაშვილს ფეისბუქზე უცნობი ადამიანები ამხნევებენ

"შენ საუკეთესო დედა ხარ... შენი ანგელოზი მალე ისევ ისე ლამაზად იცეკვებს!" - შორენა ბეგაშვილს ფეისბუქზე უცნობი ადამიანები ამხნევებენ

მსახიობ და ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილს, გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ ახლობლები, მეგობრები და უცნობი ადამიანები ფეიქბუქზე ამხნევებენ. შეგახსენებთ, მსახიობის ქალიშვილი 14 წლის ევა ბარბაქაძე გუშინ მე-5 სართულიდან გადმოვარდა და სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.

"შენ საუკეთესო დედა ხარ! ძლიერი გოგო ხარ, ცოტაც გაუძელი და შენი ანგელოზი მალე კარგად იქნება და ისევ ისე ლამაზად იცეკვებს! ჩვენ კი მანამდე ვილოცებთ ევასთვის! ყველას ძალიან გვიყვარხარ" - წერენ ბეგაშვილის ფეისბუქის გვერდზე სრულიად უცნობი ადამიანები, რომლებიც მომხდარმა ფაქტმა შეძრა.

ათობით კომენტარში, რომელსაც შორენა ბეგაშვილის პირად გვერდზე ვკითხულობთ, უცნობი ადამიანები 14 წლის ევას მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ:  "ღმერთი არ გაწირავს ევას, კიდევ ბევრჯერ გავიგებთ მის სახელს და ბედნიერი დედაც იქნება მომავალში! ევა, ყველა შენს გამოჯანმრთელებაზე ვფიქრობთ და სწორედაც ეს დადებითი მუხტი, გაფანტული კოსმიურ სამყაროში დაგიბრუნდება და დაგეხმარება. შენ გაიმარჯვებ ევა!!!"; "ღვთის წყალობით ეს განსაცდელი წავა და ბედნიერება მოვა... ღმერთმა უშველოს და გამოაჯანმრთელოს მალე"; "შორენა, ჩემი სახით ერთი უცნობი დედა შენს გვერდითაა, განვიცდი და მტკივა შენი სატკივარი. უფალმა გამოგიჯანმრთელოს"; "მთელი საქართველო ევედრება უფალს ევას გამოჯანმრთელებას, უფალმა ისმინოს და შეეწიოს" - წერენ ფეისბუქ-მომხმარებლები.

"შორენა, შენ ყველაზე, ყველაზე მაგარი, ძლიერი და მოსიყვარულე დედა ხარ და ევა ძალიან მალე, ძალიან ძალიან ძალიან კარგად იქნება! გვიყვარხართ და ვილოცებთ ევას ჯანმრთელობსთვის და თქვენი ბედნიერებისთვის" - თანადგომას უცხადებს ტელეწამყვანს იუნა შაფათავა.

ბოლო ინფორმაციით, ევა ბარბაქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც ჟურნალისტებს იაშვილის კლინიკის ექიმმა ნანი ყავლაშვილმა განუცხადა, პაციენტს აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები და მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადის. ექიმის განმარტებით, პაციენტი არ არის მართვით სუნთქვაზე და ამ ეტაპზე თურქეთში მისი გადაყვანის საკითხიც არ განიხილება.

წაიკითხეთ:

რა მდგომარეობაშია შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი - უახლესი ინფორმაცია იაშვილის კლინიკის ექიმისგან

"რა კომენტარებს ვკითხულობ... ბავშვი სიკვდილს ებრძვის!" - ცნობილების ფბ-გამოხმაურება შორენა ბეგაშვილის შვილის მდგომარეობაზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს