შორენა ბეგაშვილი და პატარა ევა - დედა-შვილის ფოტო საოჯახო არქივიდან

შორენა ბეგაშვილი და პატარა ევა - დედა-შვილის ფოტო საოჯახო არქივიდან

26 მარტს თბილისში მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა. შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე მე-5 სართულიდან გადმოვარდა. საბედნიეროდ, 14 წლის გოგონა გადარჩა და იაშვილის კლინიკაში ექიმების გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. პაციენტს აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები და მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადის. ექიმის განმარტებით, პაციენტი არ არის მართვით სუნთქვაზე.

ევა ბარბაქაძე მომხიბვლელი მსახიობის ერთადერთი შვილია, რომელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ევა ბარბაქაძის სილამაზეზე შეიძლება ითქვას, მთელი ქალაქი ლაპარაკობს. ის ლამაზმან დედას არ ჩამოუვარდება. ევა მსახიობმა 18 წლის ასაკში გააჩინა. შორენას მეუღლე ზურა ბარბაქაძე გახლდათ, რომელსაც ქართველი სექს-სიმბოლო ბავშვობიდან უყვარდა. შემდეგ იქორწინეს, თუმცა ოჯახი რამდენიმე წელიწადში დაენგრათ. ევა მამის ოჯახს ხშირად სტუმრობს.

როგორც შორენა ბეგაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, ძიძა არასდროს ჰყოლია და შვილი დამოუკიდებლად გაზარდა. "სულ თან დამყვას, მუდამ ჩემ გვერდითაა". შორენას ინტერვიუებში არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისი სამყარო შვილის გარშემო ბრუნავს და გადაწყვეტილებებსაც მასთან შეთანხმებით იღებს - "ის მთავარია და შემდომში სხვა დანარჩენი" - თქვა ინტერვიუში ტელეწამყვანმა.

ოჯახური ფოტო, რომელიც შორენა ბეგაშვილის ფეისბუქის გვერდზე რამდენიმე თვის წინაა ატვირთული, დაახლოებით 10 წლის წინ არის გადაღებული. ფოტოზე ევა დაახლოებით 3-4 წლისაა, შორენა ბეგაშვილი კი ჯერ კიდევ უცნობია ფართო საზოგადოებისთვის.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს