"...უცებ ყველა მუხლებზე დაემხო და ხმამაღლა ლოცვა დაიწყეს..." - რა მოხდა წმინდანის საფლავზე თბილისში

"...უცებ ყველა მუხლებზე დაემხო და ხმამაღლა ლოცვა დაიწყეს..." - რა მოხდა წმინდანის საფლავზე თბილისში

ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციურ ისტორიას აღწერს, რომელიც დღეს მას თბილისში წმინდა მამა ვიტალის საფლავზე გადახდა თავს:

"ახლახანს რუსულ ეკლესიაში ვიყავი, ჩემი სათაყვანებელი წმინდანის მამა ვიტალის საფლავთან ვილოცე... წმინდანის საფლავთან შვიდი ქალი, თავჩაქინდრული და აცრემლებული ლოცულობდა... ცოტა ხნის შემდეგ, ხალმა პრეტენზია გამოთქვა, მიგვიშვით მამა ვიტალის საფლავთან, ჩვენც გვიჭირსო... ერთ-ერთმა თავი ასწია და თქვა, ჩვენ შორენა ბეგაშვილის ბავშვის მეგობრების დედები ვართ, მის გამო ვლოცულობთ და მალე წავალთო... როგორც კი ეს გაიგო ხალხმა, უცებ ყველა მუხლებზე დაემხო და ხმამაღლა ლოცვა დაიწყეს... ეს ისეთი ემოციური და იმდენად ბუნებრივი იყო, რომ ძალიან ბევრი ვიტირე, ყველა ტიროდა და ლოცულობდა...

უფალმა უშველოს და გადაარჩინოს ეს ანგელოზი და რაც მასზედ ილოცა თითოელმა ქართველმა, ყველა ერთად დიდ სიკეთედ მიუვიდეს და უფალმა გამოაჯანმრთელოს.... მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრმა დალოცა ეს უცოდველი ბავშვი, ამ მძიმე მომენტით, ბოროტმა ადამიანებმა ისარგებლეს და ბევრმა უკადრებელიც კი იკადრა მაგრამ ვიტყვი თამამად და დაბეჯითებით, რომ სრულყოფილი არა მაგრამ, ძალიან საინტერესო და თბილი ერი ვართ, ნამდვილად ვიცით გასაჭირში გვერდში დგომა... ეს დავინახე მე დღეს მამა ვიტალის საფლავთან... უფალო გაამრავლე და გააძლერე ქართველი ერი, ამინ!!!", - წერს დარეჯან ლიპარტელიანი პირად გვერდზე.

"ერთ ლამაზ, წვიმიან საღამოს მივხვდი, როგორ ძალიან მიყვარდა..." - გრიგოლ გეგელია დაქორწინდა

"არ დაიჯეროთ, რომ შიმშილით მიიღებთ სასურველ შედეგს" - მოდელი რუსა ჩაჩუა იდეალური გარეგნობის საიდუმლოს ამხელს

"დღეში 15 ლარამდე გამომდის" - მარტოხელა დედა თბილისში "სტაიანშიკად" მუშაობს