"ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ფრთები, თუკი შემთხვევით საიდანმე გადმოვარდებიან..." - ნათია ფანჯიკიძე ევა ბარბაქაძეს "კეთილ ენერგიას" უგზავნის

"ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ფრთები, თუკი შემთხვევით საიდანმე გადმოვარდებიან..." - ნათია ფანჯიკიძე ევა ბარბაქაძეს "კეთილ ენერგიას" უგზავნის

შორენა ბეგაშვილის შვილს იაშვილის კლინიკაში ოპერაციას დღეს გაუკეთებენ. როგორც იაშვილის კლინიკის პრესსამსახურში აცხადებენ, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც კლინიკაში განმარტავენ, პაციენტი გონზეა და მას საოპერაციოდ ამზადებენ. შორენა ბეგაშვილის 14 წლის შვილი 2 დღის წინ საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა.

14 წლის ევას მდგომარეობაზე ღელავენ და გამოჯანმრთელებას უსურვებენ სოციალურ ქსელშიც. ფსიქოლოგი ნათი აფანჯიკიძე ფეისბუქ-მეგობრებს მოუწოდებს, პოზიტიური ენერგია გაუგზავნონ პაციენტსა და ექიმს:

"გავუგზავნოთ კონცენტრირებული, კეთილი ენერგია ბავშვსაც, დედასაც, ექიმსაც. ექიმის ხელებს ძალიან სჭირდება განსაკუთრებული ძალის შეძენა. ნუ ვაქუცმაცებთ ჩვენი ნატვრის ძალას კუდიანებზე დევნაში, რომლებიც მთელ ერში მხოლოდ სამი თუ ოთხი, მოკლედ, პირდაპირი მნიშვნელობით რამდენიმე გამოუვლენია ვიღაცას სადღაც, რომელსაც თურმე რაღაც არასწორი უთქვამს. ნუ ვაძლევთ მათ უფლებას, გაამრუდონ და გაყონ ჩვენი სურვილები, რომელიც მთლიანად ადამიანის გადარჩენისკენ უნდა იყოს მიმართული და გაგზავნილი.

ისე კი, თუ რამეს სამყაროში ჩავასწორებდი, ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ფრთები, თუკი შემთხევით საიდანმე გადმოვარდებიან, მიწაზე დაცემამდე ძლიერად რომ მოიქნიონ და მხიარულად წამოხტნენ ფეხზე. ეს გოგო აუცილებლად კარგად იქნება", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს