18:08 / 28-03-2016
როგორ ეხმარება შორენა ბეგაშვილი უცხო ადამიანებს - ის, რაც ბევრმა არ იცის
"პალიტრა მედიის" ჟურნალისტი, ანა კალანდაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ჟურნალისტი შორენა ბეგაშვილის შესახებ წერს:

"ეს 5 თუ 6 წლის წინ, თუმანიშვილის თეატრის შენობის ეზოში მოხდა: მორიგი ინტერვიუდან გამოვედი, როცა ვიღაც ქალბატონმა გამაჩერა, იქნებოდა ასე 45-50 წლის. ნატანჯი, სასოწარკვეთილი სახე ჰქონდა. სუსტად იყო, მაშინვე მიხვდებოდი, რომ ბოლოს წლების წინ ჭამა გემრიელი სადილი. მკითხა: მსახიობი ხართო? არა, ჟურნალისტი-მეთქი. გაუხარდა. რამდენიმე მსახიობის გვარი დამისახელა, იქნებ მათი ტელეფონის ნომრები ჩამაწერინოთ, გეცოდინებათ, მინდა შევხვდე და დახმარება ვთხოვოო. თან მოლოდინის რეჟიმში დასცქეროდა ჩემს ტელეფონს, რომელიც ხელში მეკავა.
ვუთხარი, რომ ამას ვერ ვიზამდი და არც მქონდა უფლება. ეწყინა. ნდობის მოსაპოვებლად და მეტი დამაჯერებლობისთვის თავისი ისტორია მიამბო. დაღლილი ვიყავი და გრძელი ამბიდან დღეს მხოლოდ ის მახსოვს, რომ იმ ეტაპზე როცა შევხვდი, იყო მარტოხელა და უსახლკარო. მაპატიეთ, მაგრამ მაინც ვერ დაგეხმარებით-მეთქი.
კარგი, მაშინ შორენა ბეგაშვილის ნომერი ჩამაწერინე, მქონდა, მაგრამ დავკარგე. თავად მომცა, პირველად ტელევიზიასთან შევხვდი, ორი სიტყვით ვუთხარი ჩემზე, ფული მაჩუქა, მერე თავისი მობილურის ნომერი დამიტოვა და მითხრა, როცა
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაგჭირდეთ, არ მოგერიდოთ და დამირეკეთო. ხშირად შეწუხება მერიდებოდა, მაგრამ 4-5 ჯერ უკვე დარეკილი მაქვს, უარი არასოდეს უთქვამს, ხან რამდენს მჩუქნის და ხან რამდენს, პროდუქტიც მიყიდა. არ ვიცი, იცნობ თუ არა, მაგრამ მართლა ძალიან კეთილი გოგოა! ეს ამბავი მანამდე სხვებისგანაც ვიცოდი, ამბობდნენ ბევრს ეხმარება და არსად ამბობს, მაგრამ ახლა თავად დავრწმუნდიო.. წაიკითხეთ სრულად
00:38 / 31-03-2016
რა მნიშვნელობა აქვს რას აკეთებს შორენა, ის დედაა, ამიტომ ღმერთმა კარგად უმყოფოს მისი შვილი და თუ რაიმე კარგს აკეთებს ეს უკვე მას ახასიათებს როგორც ადამიანს. დედობა კი ყველაფერზე მაღლა დგას! ვუსურვებ არასოდეს აღარ გამწარებულიყოს მისი შვილის გამო! დიდი იმედი მაქვს, რომ გოგონას ყველაფერი კარგად ექნება!
ნატო
14:45 / 30-03-2016
....ამას მიმალავდით?!
უხ შენ გენაცვალეე....
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:09 / 27-07-2016  Image "რატომ გადაწყვიტე, ზღვას გამოერიყა შენი ცხედარი" - რას წერს მამა პეტრე 19 წლის ბიჭზე, რომელიც ორდღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს
"ჩემს მამა თეიმურაზს, ძალიან ნიჭიერს და განათლებულს, უმძიმესი ჟამი დაადგა"
21:28 / 27-07-2016  Image "მას დიდ სასამართლოს გაუმართავს საქართველო" - რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ 2007 წელს გიული ალასანიაზე
"იგი ყველაფერს კარგავს..."
16:28 / 27-07-2016  Image "ქელეხშიც იყო, ჭიშკართან იდგა სამძიმარზე..." - რას ყვებიან ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის ახლობლები ბრალდებულზე
+VIDEO| "ხშირად მოდიოდა ოჯახში და ოთარის ეუბნებოდა - გვერდში დაგიდგები, რომ გავიგოთ მკვლელი ვინ იყოო"
11:14 / 27-07-2016  Image რატომ უნდა ვისარგებლოთ MyCredit-ის სწრაფი სესხით
ზაფხული საუკეთესო დროა დასვენებისა და ახალი თავგადასავლებისთვის
17:08 / 27-07-2016  Image "ბულვარში ჩამომჯდარზე ჭორაობით საქმე არ კეთდება!" - რამ აღაშფოთა ქრისტინე იმედაძე ბათუმში
"არ მგონია რომლიმე თქვენგანის საკუთრება იყო თუნდაც ის კვების ობიექტები, რომელშიც მე მომწამლეს"
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49