როგორ ეხმარება შორენა ბეგაშვილი უცხო ადამიანებს - ის, რაც ბევრმა არ იცის

როგორ ეხმარება შორენა ბეგაშვილი უცხო ადამიანებს - ის, რაც ბევრმა არ იცის

"პალიტრა მედიის" ჟურნალისტი, ანა კალანდაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ჟურნალისტი შორენა ბეგაშვილის შესახებ წერს:

"ეს 5 თუ 6 წლის წინ, თუმანიშვილის თეატრის შენობის ეზოში მოხდა: მორიგი ინტერვიუდან გამოვედი, როცა ვიღაც ქალბატონმა გამაჩერა, იქნებოდა ასე 45-50 წლის. ნატანჯი, სასოწარკვეთილი სახე ჰქონდა. სუსტად იყო, მაშინვე მიხვდებოდი, რომ ბოლოს წლების წინ ჭამა გემრიელი სადილი. მკითხა: მსახიობი ხართო? არა, ჟურნალისტი-მეთქი. გაუხარდა. რამდენიმე მსახიობის გვარი დამისახელა, იქნებ მათი ტელეფონის ნომრები ჩამაწერინოთ, გეცოდინებათ, მინდა შევხვდე და დახმარება ვთხოვოო. თან მოლოდინის რეჟიმში დასცქეროდა ჩემს ტელეფონს, რომელიც ხელში მეკავა.

ვუთხარი, რომ ამას ვერ ვიზამდი და არც მქონდა უფლება. ეწყინა. ნდობის მოსაპოვებლად და მეტი დამაჯერებლობისთვის თავისი ისტორია მიამბო. დაღლილი ვიყავი და გრძელი ამბიდან დღეს მხოლოდ ის მახსოვს, რომ იმ ეტაპზე როცა შევხვდი, იყო მარტოხელა და უსახლკარო. მაპატიეთ, მაგრამ მაინც ვერ დაგეხმარებით-მეთქი.

კარგი, მაშინ შორენა ბეგაშვილის ნომერი ჩამაწერინე, მქონდა, მაგრამ დავკარგე. თავად მომცა, პირველად ტელევიზიასთან შევხვდი, ორი სიტყვით ვუთხარი ჩემზე, ფული მაჩუქა, მერე თავისი მობილურის ნომერი დამიტოვა და მითხრა, როცა დაგჭირდეთ, არ მოგერიდოთ და დამირეკეთო. ხშირად შეწუხება მერიდებოდა, მაგრამ 4-5 ჯერ უკვე დარეკილი მაქვს, უარი არასოდეს უთქვამს, ხან რამდენს მჩუქნის და ხან რამდენს, პროდუქტიც მიყიდა. არ ვიცი, იცნობ თუ არა, მაგრამ მართლა ძალიან კეთილი გოგოა! ეს ამბავი მანამდე სხვებისგანაც ვიცოდი, ამბობდნენ ბევრს ეხმარება და არსად ამბობს, მაგრამ ახლა თავად დავრწმუნდიო.. წაიკითხეთ სრულად

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს