"ვიდრე ამ ქვეყანაში არ დამთავრდება ვინ ვისი ცოლია, ვინ ვისი მეგობარია, ვინ ვისი მეზობელია, ბნელ წრეზე ვიტრიალებთ" - ნანუკა ჟორჟოლიანი

"ვიდრე ამ ქვეყანაში არ დამთავრდება ვინ ვისი ცოლია, ვინ ვისი მეგობარია, ვინ ვისი მეზობელია, ბნელ წრეზე ვიტრიალებთ" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი და ერეკლე კოდუას ყოფილი მეუღლე, ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეიბუქის" პირად გვერდზე "თავისუფალი დემოკრატების" ახალი წევრის, ვახტანგ მჭედლიძის ინტერვიუს ეხმაურება, რომელიც მან გაზეთ "ვერსიას" მისცა.

"ვკითხულობ ვახო მჭედლიშვილის ინტერვიუს (გვანცა დარასელიას მეუღლის). ჟურნალისტი რამდენჯერმე ეკითხება ერეკლე კოდუასთან და გიგი უგულავასთან მეგობრობის შესახებ. აშკარად ცდილობს, ეს პოლიტიკურ ნაკლად ჩაუთვალოს. ვახო გაოგნებული პასუხობს, რომ ისინი მისი მეგობრები არიან და ცდილობს აუხსნას, როგორ არ აქვს კავშირი პოლიტიკას და მეგობრობას.

მეგობრობას კი არა, დედაჩემს წლები, რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდა. ოჯახში კამათი, ხშირად ემსგავსებოდა ღაზას სექტორს. ის, რომ დედაჩემია ვიღაცისთვის ალბათ ავტომატურად ნიშნავდა ნაციონალური მოძრაობის გულშემატკივრობას, მაგრამ რეალობა სხვა იყო. კარგია რომ დღეს თითქმის ყველა საკითხში ვემთხვევით ერთმანეთს, მაგრამ ეს სხვა თემაა.

ვიდრე ამ ქვეყანაში არ დამთავრდება ეს შეხედულებები, ვინ ვისი ცოლია, ვინ ვისი მეგობარია, ვინ ვისი მეზობელია, ერთ წრეზე ვიტრიალებთ. ბნელ წრეზე.

ჯანსაღია ის, როცა განსხვავებული პოზიციების მიუხედავად შეგიძლია მეგობრობაც, მეზობლობაც. მარტო იმასთან უნდა ვიმეგობროთ, ვისაც ვეთანხმებით ყველაფერში?! მეგობრობა მე სხვანაირი ვიცი და ვიდრე ჟურნალისტს არ ვეტყვით, რომ ვისთან ვმეგობრობთ, ვისთან ვჭამთ, ვისთან ვწევართ, მათი საქმე არაა, მანამდე გაბედავენ "ლორთქიფანიძეები" სხვის პირადზე ჭორაობას.

უნდა შევცვალოთ სტანდარტები. ჩვენ, საზოგადოებამ, როგორც ეს არაერთხელ გაგვიკეთებია.

P.s. "ნაციონალური მოძრაობის" გულშემატკივარი მეგობრობის გამო არ ვარ. ბევრი შეცდომის მიუხედავად, განსხვავებული შეხედულებებისაც (რაღაც საკითხებში) ღირებულებებია მთავარი, რომელიც ერთ მხარეს აქვს და მეორეს არა:)", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

აღსანიშნავია, რომ დარასელიას მეუღლეს "დემოკრატებამდე" მრავალფეროვანი პოლიტიკური წარსული ჰქონდა. ვახტანგ მჭედლიძე გიგი უგულავას მრჩეველი იყო და პატიმრობაში მყოფი ყოფილი მერის ახლო მეგობარია. ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" დროს თბილისის საკრებულოს წევრიც გახლდათ.

იხილეთ ასევე: "მიშა რა შუაშია?!.. - გვანცა დარასელიას ქმარი უგულავა-კოდუასთან მეგობრობასა და ჩხუბზე, რომლის გამოც "მიშამ აითვალწუნა"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს