„ტელევიზიაში რომ უცოდინრები სხედან, ეს მათი ბრალია“ - რა უზუსტობა აღმოაჩინა შალვა რამიშვილის ყოფილმა მეუღლემ „ცოდნა ფულიაში“

„ტელევიზიაში რომ უცოდინრები სხედან, ეს მათი ბრალია“ - რა უზუსტობა აღმოაჩინა შალვა რამიშვილის ყოფილმა მეუღლემ „ცოდნა ფულიაში“

შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე თეა აბაშმაძე "ფეისბუქზე" გადაცემა "ცოდნა ფულიას" გუშინდელი ეთერის შესახებ წერს. მისი თქმით, უზუსტობა აღმოაჩინა კითხვაში, რომელმაც დათო პაქსაშვილს 25 ათასი ლარი მოაგებინა.

"ყველაზე ღირებული რაც ამ ქვეყანაშია, ახალი თაობის ინტელექტუალური რესურსია მხოლოდ. ყველაზე მეტად რაც მაღიზიანებს ისაა, რომ ჯერ-ჯერობით ქვეყანას ის არ ჭირდება. მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, ვინც ამ ბიჭს შეხედავს, ეგრევე სინათლეს კი არ დაინახავს, გარყვნილი ევროპების მიმდევარიაო იტყვის. ის ხომ "ნამდვილ ქართველს" არც ერთი ნიშნით არ გავს.

ეხლა აღმოვაჩინე : "ასამ შვა იოსაფატი; იოსაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ოზია" - მათეს სახარება, თავი პირველი. მაგრამ ეს ამ ბიჭის კია არა ტელევიზიაში რომ უცოდინრები სხედან, მათი ბრალია", - წერს აბაშმაძე.

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს