"რამდენიმე უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა..." - ქეთევან ქარდავამ ტერაქტს გადარჩენილი ბელგიელი სტუდენტი მოინახულა

"რამდენიმე უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა..." - ქეთევან ქარდავამ ტერაქტს გადარჩენილი ბელგიელი სტუდენტი მოინახულა

ბრიუსელში, ზავენტემის აეროპორტში მომხდარი აფეთქების დროს დაჭრილი ბელგიელი სტუდენტი ქართველმა ჟურნალისტმა ქეთევან ქარდავამ კლინიკაში მოინახულა. ემოციური შეხვედრის ამსახველ ფოტოს ჟურნალისტი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ავრცელებს.

"ჩემი კიდევ ერთი ფოტო-გმირი. ბელგიელი სტუდენტი ამ ფოტოდან გაიცნო მსოფლიომ. დღეს ლ.კ. (23 წლის) საავადმყოფოში მოვინახულე. რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდა და გამახარა. წაიკითხა ყველა სტატია და იცოდა რომ ვეძებდი. რამდენიმე საათი ერთად გავატარეთ. მან რამდენიმე უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა. თავს ისევ სუსტად გრძნობს, მკურნალობის ხანრძლივი ეტაპი ელის. ვისაუბრეთ ბევრი. გავიხსენეთ ყველა დეტალი. გავიცანი მისი ოჯახი. დავათვალიერეთ 23 მარტის მსოფლიო პრესის პირველი გვერდები. ლ.კ. ისტორია ჩემი მომავალი ფილმის ნაწილი იქნება. ასევე შევა ჩემს წიგნში", - წერს ქარდავა.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" კორესპონდენტი პირველი იყო, რომელმაც ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შესახებ აცნობა მსოფლიოს. მისმა ფოტოებმა ჯერ სოციალური ქსელი, შემდეგ კი მსოფლიოს ცნობილი გამოცემები მოიარა.

იხილეთ ასევე: ტერაქტს გადარჩენილების ემოციური შეხვედრა: ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ბრაზილიელ კალათბურთელს შეხვდა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს