უცნაურად ჩაცმულმა მამაკაცმა თბილისის მეტროში პანიკა გამოიწვია

უცნაურად ჩაცმულმა მამაკაცმა თბილისის მეტროში პანიკა გამოიწვია

მოქალაქემ "ამბები.გე"-ს მიაწოდა ფოტო, რომელზეც ჩანს თბილისის მეტროს ერთ-ერთ ვაგონში მყოფი უცნაურად ჩაცმული მამაკაცი, რომელსაც ხელში ჩანთა უჭირავს. როგორც ჩანს, ნანახით მგზავრები ძალიან შეშინდნენ.

"მეტრო "რუსთაველის" სადგურზე, ვაგონში შემოვიდა უცნაურად ჩაცმული მაღალი მამაკაცი. მის დანახვაზე მგზავრები შევშინდით. მამაკაცი თავიდან ბოლომდე შავებში იყო გამოწყობილი. მხოლოდ ხელის თითები უჩანდა. ჰქონდა გრძელი თმა, მაგრამ ეხურა ისეთი თავსაბურავი, რომ მისი სახის დანახვა შეუძლებელი იყო. ის ჩემს გვერდით დაჯდა. მე შემეშინდა და ავდექი... მომდევნო გაჩერებაზე ჩამოვედი", - ამბობს ამბები.გე-სთან ერთ-ერთი საუბრისას მგზავრი.

ფოტოს ავტორის თქმით,  შემთხვევა დაახლოებით პირველი საათისთვის მოხდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს