"იმედთან" ჩემი საქმიანი ურთიერთობა დასრულდა!“ - შალვა რამიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

"იმედთან" ჩემი საქმიანი ურთიერთობა დასრულდა!“ - შალვა რამიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი ტელეკომპანია "იმედთან" საქმიან ურთიერთობას ასრულებს. განმარტებას რამიშვილი "ფეისბუქზე" აკეთებს.

"მეგობრებო, "იმედთან" ჩემი საქმიანი ურთიერთობა დასრულდა!

დღეს იმ კომპანიამ რომელიც "იმედის" დაკვეთით ამზადებს "ილო ბეროშილის შოუს", "ერთხელ საქართველოში" , ეთერში ჯერ არ გასულ სერიალს "2 გოგოს", უზრუველყოფს ჩემს მონაწილეობას გადაცემა "პოლიტიკაში", "იმედისაგან" მიიღო წერილი, რომ ყველა ხელშეკრულება შეჩერებულია. მიზეზი ახსნილი არ არის.

შესაბამისად ამ პარასკევს მე ვერ წავიყვან თეონასთან ერთად "პოლიტიკას" . კვირას ვერ გავა "ილო ბეროშილის შოუ" , ჩერდება გადაღების პროცესში მყოფი ახალი სერიალი.

ვაპირებ ვითარების გარკვევას.", - წერს შალვა რამიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს