"ეს ჯგუფი ჩემი და კოტეს თანდასწრებით ჩამოყალიბდა.." - რას წერს "მგზავრებზე" განო მელითაური, რომელიც ჯგუფის პირველი კლიპის ავტორია

"ეს ჯგუფი ჩემი და კოტეს თანდასწრებით ჩამოყალიბდა.." - რას წერს "მგზავრებზე" განო მელითაური, რომელიც ჯგუფის პირველი კლიპის ავტორია

რეჟისორი განო მელითაური "ფეისბუქის" პირად გვერდზე 9 აპრილს რუსეთში "მგზავრების" კონცერტის გარშემო სოციალურ ქსელში გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს ეხმაურება:

"კულტურას ეროვნება არ გააჩნია! ძალიან გული მწყდება, რომ შემოქმედ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ წარმატებას მიღწიონ საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, პოლიტიკურ იარლიყებს აკრავენ! პირიქით, ხელი ჩაკიდო საკუთარ ქვეყანას და ოკუპაციის ქვეყანაში საკუთარი ბგერით, სიტყვით და სათქმელით დაიცვა, მის ტერიტორიაზე ააჟღერო ქართული, ყველასთვის საყვარელი მელოდიები და ხმა მიაწვდინო იქ მყოფ ადამიანებს, მხოლოდ მისაბაძი და დასაფასებელია!

ჯგუფ "მგზავრების" თითოეული წევრი არის საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული, ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, ნიჭიერი ადამიანი. ეს ჯგუფი ჩემი და კოტეს თანდასწრებით ჩამოყალიბდა და მიხარია, რომ მათი პირველი კლიპის ავტორი ვარ და მქონდა ბედნიერება ამ უნიჭიერეს მუსიკოსებთან თანამშრომლობის! აღარაფერს ვამბობ იმ უნარზე, რასაც მეგობრობა და თანადგომა ქვია!! გიგი, ლაშა, ბიჭებო, ყველანი ძალიან მიყვარხართ! ყველაფერი კარგად იქნება!

ერთ რამეს ვიტყვი! არავინ არავის უშლის პროტესტის გამოხატვას, არც არავინ აწესებს კანონებს. თუ ვინმეს რამის თქმა ან გაკეთება სურს, არავინ უშლის და ჩვენი სენია სახლში ჯდომა, ენის ფხანა ვირტუალურ გამოგონილ რეალობაში ცხოვრება და გამუდმებით სხვების განსჯა, "მგზავრების" კი არა ჩემი შვილების განსჯის უფლებას არ ვაძლევ ხშირად ჩემს თავს, რადგან ამის უფლება მხოლოდ უზენაესს აქვს, მე ასე გამზარდეს! ამიტომ თავსიუფალია ყველა არჩევანში, უბრალოდ ანალიზი მაინც ხომ უნდა შეგეძლოს რაღაცეების. არ შეიძლება პირდაპირ დასკვნების კოპირება ისე, რომ არ ვიცოდეთ რა დგას სხვადასხვა მოვლენების უკან", - წერს განო მელითაური.

იხილეთ ასევე: "ადვილია ოთახში შეკეტილმა, სოციალურ ქსელში პუტინს აგინო" - ნინი დედალამაზიშვილის მწვავე პასუხი "მგზავრების" კრიტიკოსებს

"მგზავრების" კონცერტი 9 აპრილს პეტერბურგში და გამოხმაურება თბილისში: "უკრაინაში ცალი კალოშით ჩასულები, რუსეთს გაეშურნენ"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს