ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახური სელფი

ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახური სელფი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის "ფეისბუქის" გვერდზე ახალი ფოტო გავრცელდა, რომელზეც ექს-პრემიერი მეუღლესთან და უმცროს ვაჟთან ერთად არის გადაღებული. "ყველას გილოცავთ ხარებას! დღეს გაბრიელი 1 წლის გახდა", - წარწერა ახლავს ფოტოს.

პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში, თუმცა "ფეისბუქზე" პერიოდულად მისი და მეუღლის - ნუნუკა თამაზაშვილის ერთობლივი ფოტოები ვრცელდება. ცოტა ხნის წინ წყვილმა გერმანიაში იმოგზაურა. როგორც ჩანს, თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი უმეტეს დროს ოჯახთან ერთად ატარებს.

ცნობილია, რომ ნუნუკა თამაზაშვილი მეოთხე შვილს ელოდება. ღარიბაშვილი-თამაზაშვილის ოჯახს სამი ბიჭის შემდეგ პირველი გოგონა ეყოლება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს