როგორ ეხმაურებიან უცხოელი ვარკვლავების საქართველოში დაგეგმილ კონცერტებს "ფეისბუქში"

როგორ ეხმაურებიან უცხოელი ვარკვლავების საქართველოში დაგეგმილ კონცერტებს "ფეისბუქში"

პროექტ Check-in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ხოსე კარერასი და Maroon 5 ესტუმრებიან. პროექტთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, მისმა მოადგილემ კახი კანდელაკმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ პრესკონფერენცია გამართეს.

თემას "ფეისბუქში" ეხმაურებიან:

გოგი გვახარია:

კარერასი და სოფო ნიჟარაძე იმღერებენ ისევ? West side story-ს?

ეს ტკბილი და საყვარელი ”9 წელი”

ლექსო მაჭავარიანი:

სახელმწიფო ბიუჯეტიდან კონცერტების დაფინანსება არის ცუდი.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ კონცერტებზე ბილეთების გაყიდვა არის უფრო ცუდი.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ კონცერტებზე ბილეთების გაყიდვა კულტურის მინისტრის კომპანიის მიერ არის ძალიან ცუდი.

აი ია, აი თითი, აი კორუფცია.

ანუ გათვლა რაზე გაქვთ, რომ 29 მილიონზე მეტს შემოიტანენ ქვეყანაში ეროს რამაზოტის მოსასმენად ჩამოსული უცხოელი ვიზიტორები? რთული დასაჯერებელია. თუმცა, ვინც ჩამოვა, კონცერტის მერე ნარკოლოგიურში თუ წავიყვანთ და 500 ლარიან ჯარიმებს გადავახდევინებთ, შეიძლება ამ თანხის რაღაც ნაწილი ამოვიღოთ)

გამოსავალი იმაშია, რომ კერძო მეწარმეებს მიეცეთ ბაზარზე მუშაობის საშუალება. სახელმწიფომ კი ვიზიტორებისთვის კომფორტული და მეგობრული გარემო უზრუნველყოს.

ნანუკა ჟორჟოლიანი:

მეჭიაურის და თოფაძის საარჩევნო კამპანიას, ატარებენ ქუთაისში ხოსე კარერასი, თბილისი რობი ულიამსი და ეროსი რამაზოტი, ბათუმი მარონ 5:) ბიუჯეტიდან ვიხდით 29 მილიონს. ამათმა უნდა თქვან საარჩევნო კამპანია გვაქვსო.

ნიკა გვარამია:

ახდა ჩემი ოცნება. ოღონდ მართლა

ნინი ბადურაშვილი:

ძვლივს კარგი ამბავი

დავით კოვზირიძე:

29 მილიონი იხარჯება ამ ბანძი მუზიკანტების ჩამოყვანაში და ხინკალ-ჭაჭიან ჯემფესტში?

იხილეთ ასევე: რობი უილიამსი ქართველ ფანებს მიმართვას უგზავნის

საქართველოში Maroon 5 ჩამოდის!

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს