მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი პიტბული გადაარჩინეს

მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი პიტბული გადაარჩინეს

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავრცელდა ინფორმაცია დაკარგული პიტბული როსის შესახებ. პატრონი იტყობინებოდა, რომ ძაღლი ვაკის რაიონიდან, კერძოდ, ყიფშიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. 2016 წლის 6 აპრილს 10:35 საათზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გოთუას ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი შენიშნეს. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად ძაღლის უვნებლად ამოყვანა და გადარჩენა მოახერხეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს