"კარგი ბიჭები ხართ... უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები" - კრიტიკის შემდეგ ქართველი ინტერნეტმომხმარებლები "მგზავრებს" აქებენ

"კარგი ბიჭები ხართ... უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები" - კრიტიკის შემდეგ ქართველი ინტერნეტმომხმარებლები "მგზავრებს" აქებენ

9 აპრილს პეტერბურგის კლუბ "A2 Green Concert"-ში ჯგუფი "მგზავრების" კონცერტი გაიმართა. კონცერტის დაანონსებას ქართულ საზოგადოებაში ბიჭების კრიტიკა მოჰყვა - "მგზავრებს" თბილისში 9 აპრილის მიტინგის სისხლიანი დარბევის შემოქმედებისთვის სიმღერაში ადანაშაულებდნენ. ქართულ სოციალურ ქსელში "მგზავრების" კონცერტს უარყოფითი კომენტარები მოჰყვა:

"37 მანეთიანი მგზავრები"; "აბა თქვენ იცით, 9 აპრილს გრძნობით უხავლეთ მაგათ. მერე რა რომ 27 წლის წინ თქვენზე პატარა გოგონები ჩახოცეს რუსთაველზე, საქართველოზე მღეროდნენ და თქვენზე გაცილებით კარგად. მერე რა, რომ ეგ ქვეყანა დღესაც ისეთივე დამპყრობელია, როგორც მაშინ, 27 წლის წინ იყო. გრძელი ტურნე გაქვთ მანდ და სააღდგომოდ როდიონოვის საფლავზეც გადით ბარემ და გადაუგორეთ წითელი კვერცხები";

"მერე დასხდებიან სუფრაზე და სამშობლოს სადღეგრძელოზე გულზე მჯიღს დაიბრაგუნებენ, იტყვიან რომ ყველაზე მაგარი ქვეყანა საქართველოა და რაც მაგრები ვართ ჩვენ ვართ. მაგრები კი არა, ჯერ "ერიოსინი" და "რუსთავი" უნდა გაგვეტარებინა კაი სირცხვილის კორიდორში რომ სხვა "კულტურის მოღვაწეს " არ დაეწყო "იჩით რააა, კულტურა და პოლიტიკა სხვადასხვა რამეა" . არაა სხვადასხვა, როცა იმ ქვეყანაში ჩადიხარ და ტანცი მანცობ, ვინც ეს 9 აპრილი მოგიწყო და ყოველ დღე თითო ვაშლის ხემდე გიწევს საზღვარს" - წერდნენ ინტერნეტმომხმარებლები.

თუმცა, მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გავრცელდა კადრები კონცერტიდან, რომელზეც ასახულია, გიგი დედალამაზიშვილის თხოვნით როგორ მიაგო რუსმა მსმენელმა პატივი 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას, ინტერნეტმომხმარებლების კომენტარები რადიკალურად შეიცვალა.

"კარგი ბიჭები ხართ და უდიდესი სიამოვნებით უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები"; "მიხარია რომ გაბედეს და თქვეს. რამდენს გაუბედავს შუაგულ რუსეთში რუსების სიახვრეზე ლაპარაკი დაითვალეთ გარშემო"; "ეს წუთი ღირდა ყველაფრად!"; "ბრავოო "მგზავრები" დააყენეს ფეხზე რუსები თუ არა! აიი, როგორ იმღერეს 9 აპრილს! გამოდით ახლა და კიდევ აქილიკეთ არამზადებო, ეს პატრიოტი ბიჭები! - წერენ ფეისბუქზე "მგზავრების" საქციელით" აღფრთოვანებული ინტერნეტმომხმარებლები.

ასევე წაიკითხეთ: "ადვილია ოთახში შეკეტილმა, სოციალურ ქსელში პუტინს აგინო" - ნინი დედალამაზიშვილის მწვავე პასუხი "მგზავრების" კრიტიკოსებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს