"მახსოვს, მიშა რომ მოდიოდა უნივერსიტეტში... შესვლაც არ გაბედო, დაგიჭერთო" - რას წერს თსუ-ს ყოფილი სტუდენტი კვირიკაშვილის სტუდენტებთან შეხვედრაზე

"მახსოვს, მიშა რომ მოდიოდა უნივერსიტეტში... შესვლაც არ გაბედო, დაგიჭერთო" - რას წერს თსუ-ს ყოფილი სტუდენტი კვირიკაშვილის სტუდენტებთან შეხვედრაზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი, "თანასწორობის ინსტიტუტის" ყოფილი აქტივისტი გიორგი ჩითარიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პრემიერის უნივერსიტეტში ვიზიტთან დაკავშირებით წერს:

"მახსოვს მიშა რომ მოდიოდა უნივერსიტეტში იკეტებოდა მთელი ვარაზისხევი და მთელი ჭავჭავაძე. გეგეჭკორ-გრიგალაშვილი თითის ქნევით მიყურებდნენ: ჩითარიშვილო, უნივერსიტეტის ეზოში შესვლაც კი არ გაბედო, თორე დაგიჭერთო. მახსოვს, როგორ გვდევნიდნენ სტუდენტებს, რომლებსაც "ჩამოწერილი კითხვები" არ გვქონდა და თვითმმართველობის სიაში არ ვეწერეთ. მახსოვს აუდიტორიაში ჩაკეტილი ნაცემი სტუდენტები, რომლებიც უბრალოდ წიგნების თარგმნას ითხოვდნენ. მახსოვს, 40-მდე ზონდერი და მეორე კორპუსის წინ მიშას მიერ ახალდაგებულ მწვანესაფარიან ბალახზე "გაგორებული მე" ჩემს მეგობრებთან ერთად. მახსოვს სტუდენტების მიჩუმებული უნივერსიტეტი "არსაიდან ხმა არსით ძახილი". მახსოვს მხოლოდ რამდენიმე სტუდენტი, რომლებიც ხმას ვიღებდით. ყველაფერმა ჩაიარა, საჭირო იყო რასაც ვაკეთებდით და მივიღეთ შეცვლილი დღევანდელობა. მეამაყება ჩვენი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი ბრავო!!!", - წერს ჩითარიშვილი სოციალურ ქსელში.

ნახეთ ვიდეო| "ჩემი შვილებისხელები არიან და დაცვა რად მინდა!" - კვირიკაშვილი სტუდენტებთან დაცვისა და ჟურნალისტების გარეშე მივიდა

შეგახსენებთ, დღეს პრემიერი თსუ-ში სტუდენტებთან შესახვედრად მივიდა. "აუდიტორია 115"-ის წევრები და პრემიერ-მინისტრი დღევანდელ შეხვედრაზე რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ. როგორც პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ-ერთი შეთანხმების თანახმად, სტუდენტები შექმნიან სამუშაო ჯგუფს და ამ ჯგუფთან პრემიერ-მინისტრი მომავალ კვირას შეხვედრას გამართავს.

წაიკითხეთ:

"ჩემი შვილებისხელები არიან და დაცვით ველაპარაკო?!" - პრემიერი სტუდენტებთან

"შევთანხმდით, რომ თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით არ უნდა არსებობდეს" - პრემიერმა "აუდიტორია 115"-ის წევრებს პროტესტის შეწყვეტა სთხოვა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს