"არ არის დარწმუნებული, რომ "დედობას" მარტო შევძლებ" - ნანუკა ჟორჟოლიანის weekend-ი ლიკანში შვილთან ერთად

"არ არის დარწმუნებული, რომ "დედობას" მარტო შევძლებ" - ნანუკა ჟორჟოლიანის weekend-ი ლიკანში შვილთან ერთად

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე შვილთან ერთად გატარებული  weekend-ის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.

"საბას შევთავაზე weekend-ი მარტო მე და შენ წავიდეთ ლიკანში-თქო. აშკარად მოიხიბლა ჩემთან ერთად ყოფნის იდეით, მაგრამ ეჭვის თვალით მიყურებს. არ არის დარწმუნებული, რომ "დედობას" მარტო შევძლებ:) ვატყობ ურთულესი გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი", - წერდა ნანუკა დასასვენებლად გამგზავრებამდე.

როგორც ფოტოებიდანაც ჩანს, ნანუკამ გამოცდა წარმატებით ჩააბარა:

"ეს სამი დღე იქნება დაუვიწყარი ჩემთვის. ბოლოს და ბოლოს გამოცდა ჩავაბარე. უბრალოდ საბა უფრო დავაბნიე. ალბათ აწი საერთოდ ვერ გაიგებს, რატომ არ ვაკეთებ ყოველ დღე იმას, რაც თურმე კარგად გამომდის", - წერს ტელეწამყვანი.

იხილეთ ფოტოგალერეა

ნანუკა ჟორჟოლიანი შრი-ლანკაზე შვილებთან ერთად ისვენებს - ნახეთ ფოტოები

"მინდა მთელი საქართველო იცნობდეს ამ ორ ადამიანს" - 2 წლის ანიტა ფაცაციას მკურნალობის ხარჯებს ინდოელი ბიზნესმენი დაფარავს

მაკა ასათიანი ბებია ხდება - ნახეთ, როგორ გამოიყურება დიზაინერის ორსული რძალი