"მამას უხაროდა ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი, როგორც ვფიქრობდი..." - როგორ იხსენებს მწერალ მამას ნათია ფანჯიკიძე

"მამას უხაროდა ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი, როგორც ვფიქრობდი..." - როგორ იხსენებს მწერალ მამას ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში მამას, ცნობილ მწერალ გურამ ფანჯიკიძეს იხსენებს. მწერალი დღეს 83 წლის გახდებოდა.

"მე და მამა, მზეზე მოჭუტულები.

ბავშვი გარაჟებზე დახტის, ვერ ჩამოვხსენით, - მამას უხაროდა, - რა საყვარელია, რომ დახტის!

ნეკნები ჩაიმტვრია! - რა ყოჩაღად აიტანა!

ბავშვი ბუმბულებით და ტირიფის ტოტების ქვედაკაბით დარბის, ინდიელი ვარო, აიჩემა, - მამას უხაროდა, რომ ბავშვი ბოდვაშია.

მამას უხაროდა ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი, როგორც ვფიქრობდი და მეც მიხაროდა სიცოცხლე. დღეს მისი დაბადების დღეა, საფლავზე წესისამებრ უნდა გავიდე, არადა რა შუაშია საფლავი. მამა ჩემს სიზმრებშია, ჩემს თვალებშია და კიდევ სადღაც, ასტრალში, აუცილებლად იმ პლანეტაზე, სადაც ღვინის საუკეთესო მოსავალი იცის", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

გურამ ფანჯიკიძე 1997 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს