"ერთი თვეა კლინიკაში ვცხოვრობთ..." - რამ გააღიზიანა შორენა ბეგაშვილი

"ერთი თვეა კლინიკაში ვცხოვრობთ..." - რამ გააღიზიანა შორენა ბეგაშვილი

მსახიობი შორენა ბეგაშვილი ქალიშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ იშვიათად ჩნდება სოციალურ ქსელში და აღარც ფოტოებითა და პოსტებით ანებივრებს ფანებს. ტელეწამყვანის 14 წლის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე ჯერ კიდევ იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული ორი ურთულესი ოპერაციის შემდეგ. ცოტა ხნის წინ ბეგაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსი დაწერა, რომელიც იმ ადამიანებს ეძღვნება, რომლებიც ფულადი დახმარების თხოვნით მიმართავენ მსახიობს:

"ერთი თვეა კლინიკაში ვცხოვრობთ და იქნებ ეხლა მაინც არ მომწეროთ თქვენი ვალების და კრედიტების დასახმარებლად" - წერს ბეგაშვილი პოსტში.

შეგახსენებთ, ბეგაშვილის 14 წლის ქალიშვილი 26 მარტს კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს