"ფეისბუქსა" და "youtube"-ზე ტრიო "მანდილის" რუსეთში გამართულ კონცერტებს კრიტიკულად ეხმაურებიან

"ფეისბუქსა" და "youtube"-ზე ტრიო "მანდილის" რუსეთში გამართულ კონცერტებს კრიტიკულად ეხმაურებიან

რუსეთში კონცერტების გასამართად ტრიო "მანდილი" ჩავიდა. მათ 20 აპრილს სანკტ-პეტერბურგში, ხოლო 23 აპრილს მოსკოვში ჩაატარეს კონცერტი. მანამდე კი რუსულ "კომედი კლაბშიც" იყვნენ მიწვეულნი, რომელმაც საქართველოში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. თუმცა ყველაზე მეტად ქართველები იმ ვიდეომ აღაშფოთა, რომელიც მოსკოვში კონცერტის დროს არის გადაღებული. გოგონებმა რუს მსმენელს სიურპრიზი გაუკეთეს და მათ ეროვნულ სამოსში გამოწყობილებმა Калинка - малинка შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ ტრიო "მანდილის" რუსულ ვოიაჟს ქართულ ინტერნეტსივრცეში ნეგატიური გამოხმაურებები მოჰყვა როგორც "ფეისბუქზე", ასევე ვიდეოპორტალ youtube-ზე.

საბა ლეკვეიშვილი:

ე.ი. თავიდანვე მინდა დავაფიქსირო, რომ მაგრად მკიდია სად მღერიან :დ სულ კრემლის გუმბათი უთხრიათ ტრ**ში.

მარა საქმე რა არის ახლა, ტიპები იყვნენ ინტერნეტ სენსაცია, მეშაპებს უკეთებდნენ ისლანდიიდან და ნორვეგიიდან და ლამის პინგვინებმა დადეს ამათი ქავერი ანტარქტიდიდან, შეეძლოთ გასულიყვნენ დასავლეთში, უფრო მეტი ფულიც ეშოვათ დაჟე, კოლაბორაციები ექნათ, ვინმე დიჯეისთან ან ბოლოს და ბოლოს კანიე ვესტთან.

მაგალითად, რამე პოპ-ჰიტი გაექავერებინათ, ადელი-შმადელი, ბოლოს და ბოლოს, ბლიად, Radiohead-ის creep რო დაედაპტირებინათ ქართულ-ხალხურად კარგად გაქაჩავდა ეგეც, ახალი ვაირალ ვიდეოს დადების ამბავში.

მარა მაინც ვორონეჟში წავიდნენ რა :დ

იმიტომ რო იქ მაინც "სამიე კრასივიე გრუზინკი" არიან და "ხაჩაFური" და "ბარჟომი" :დ

ნენე დალაქიშვილი:

25 თებერვალს ნინო ანანიაშვილი, 9 აპრილს "მგზავრები" და ეხლა "მანდილი" "კალინ კამალინით", რუსულ ეროვნულ ტანსაცმელში.

ბარემ ანწუხელიძის საფლავზე გეცეკვათ გოგოებო.

ჩვენი ბრალია, არასერიოზულად რომ ვუყურებთ ესეთ ფაქტებს და "სულელია, შტერია, მაგას რა უნდა მოთხოვო, დაიკიდე"-ს რომ ვიმეორებთ.

ამ დაკიდება-დაკიდებაში, ისე მომრავლდნენ, მალე აქეთ დაგვიკიდებენ და "კალინ-კამალინით" შეხვდებიან პუტინის თბილისში შემოსვლას.

მიშა თავხელიძე:

Бляди. В плохом смысле этого слова.

გიორგი მაღლაკელიძე:

ოჰ გოგოებო, შეგირცხვათ ნამუსი. რუსის მიერ ყველა მოკლულ ქართველს ზედ საფლავზე აფურთხებთ.

ნინო ჟვანია:

იმედია ვინმე კარგ ბიჭს გაიცნობთ მანდ, გათხოვდებით და უკან აღარ ჩამოხვალთ.

ანი:

ასეთი დამთრგუნველი რამ კარგა ხანია არ მინახავს ერთდროულად ბრაზის სიძულვილის სირცხვილის უსამართლობის გრძნობა რომ გეუფლება.

ლალი ტეფნაძე:

საოცარი კომენტარებია. მიდით აბა გადაუარეთ, გალანძღეთ. ყველას რაღაც არ მოგვწონს და რაღაც გვტკენს გულს, ყველას თავისი აზრი აქვს მაგრამ არ შეიძლება ასე. არც მე მომწონს ეს ჯგუფი და მათი რეპერტუალი. არ მომწონს ახლა რასაც აკეთებენ, მაგალითად ის რასაც ასრულებენ, მდარე ხარისხი ქართული კულტურის ნაწილად უნდა ჩათვალონ უცხო კულტურის წარმომადგენლებმა. ჩემი აზრიც ასეთია იაფფასიანი წარმატებაა მათი მიზანი, მაგრამ კარგით რაა, ცოტა კორექტულად ისაუბრეთ.

ლევანი:

ძალიან მძიმე საყურებელია, მაგრამ მე ამ გოგოებთან იმდენად არ მაქვს პრეტენზია, რამდენადაც მათ ხელმძვანელთან, ვინც ეს დადგა და მოიფიქრა.

დავით ტრაპაიძე:

გავიმეოებ იმას რასაც მხიარულთა და საზრიანთა კლუბზე ვამბობდი. ცუდია რომ ნიჭიერება არ ყოფნით რუსეთში ჩვეულებრივ, გრუზინულ შაბლონს გავსცდეთ რა ეგ ქლიავი სტერეოტიპი დავამსხვრიოთ. არ ტეხავს იქ მოღვაწეობა. ტეხავს ის თუ როგორ აკეთებენ ამას. ნუ ღრუზინობთ - იქართველეთ. ყველა სცენაზე აფრიალეთ საქართველოს რუკა ოღონდ ის არა, რუსები რომ ხატავენ. ჩვენი, ნამდვილი, ერთიანი. აი მერე თუ გინდა კალინკა უმღერეთ და თუ გინდა ბოჟე ცარია ხრანი. იქართველეთ. ნუ გრუზინობთ.

ბახვა:

საყოველთაო სიძულვილი დაიმსახურეთ..!

ემიგრანტი:

ხალხში პატრიოტიზმი აღარაა, მე ემიგრანტი ვარ მაპატიეთ შეიძლება ზოგმა გამკიცხოს, მანდედან ადვილია ლაპარაკიო, მაგრამ აქ, ჩემდა სამწუხაროდ, სხვაგვარად გვიყვარს საქართველო, ხალხო, ხელოვნებაც ვიცით, მოლხენაც, ვიცით, მაგრამ ჩვენი მტრის გასართობად არ გვჩვევია ქართველებს.

რაც შეეხება ტრიო "მანდილის" პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, როგორც AMBEBI.GE-ს ჯგუფის რუსმა პროდიუსერმა განუცხადა, მზად არ არიან პოლიტიკურ ჭრილში დასმულ შეკითხვებსა და შეფასებებს გამოეხმაურონ.

იხილეთ ვიდეო: "სიურპრიზი" ტრიო "მანდილისგან", რომელმაც რუსების გული გაახარა, ქართველებმა კი გინება არ დაიშურეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს