მუხიანში აფრიკელმა ბიჭებმა დედა-შვილი გადაარჩინეს - "არ ამომივა თვალებიდან, როგორ თავდაუზოგავად იბრძოდნენ"

მუხიანში აფრიკელმა ბიჭებმა დედა-შვილი გადაარჩინეს - "არ ამომივა თვალებიდან, როგორ თავდაუზოგავად იბრძოდნენ"

მუხიანის პირველ მიკრორაიონში ერთ-ერთ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მალევე მივიდნენ სახანძრო და სამაშველო ბრიგადები. მათ ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოახდინეს. ასევე მოხერხდა ერთ-ერთი სახლიდან დედა-შვილის დროულად გამოყვანა. მომხდარის შესახებ საინტერესო ისტორიას ჰყვება "ფეისბუქზე" მარი ბუქური. ის ფოტოებსაც აქვეყნებს, სადაც სავარაუდოდ, აფრიკელი მოზარდები არიან გადაღებული. ბუქურის ინფორმაციით, დედა-შვილის ხანძრიდან გამოყვანა უმეტესწილად სწორედ ამ ახალგაზრდების დამსახურებაა.

"დღეს დილიით ჩემს სადარბაზოში ხანძარი გაჩნდაა ... ეს ადამიანები გმირები არიან და არ შემეძლო მათთვის ასე საქვეყნოდ არ მომეხადა მადლბაა .. ხანძრის შესახეებბ როცა შეიტყვეს სტადიონზე ვარჯიშობდნენ როგორც ყოველ დღე , სკოლაში წასვლისას მე მათ ყოველთვის ვხედაავ ხოლმეე .. თურმე გიჟებივიით მორბოდნეეენ წყაალი წყალიოოო კვამლი ,რომ დაუნახავთ..ყველააა გარეთ გარბოდააა მე ზემოთ ავედი, რომ ბავშვები ჩამომეყვანა ჩემთან და ის ხალხი ვის სახლებშიც კვამლი იყო, ზუსტაად მაგ დროს დავინახეე ეს უმაგრესი ადამიანებიიი რომლეეებიც თავდაუზოგავააად იბრძოდნენ სახანძროს მოსვლამდე , არ ამომივა თვალებიდაან როგორ ცდილობდნეენ ბავშვის დაა დედის გამოყვანაას სახლიდაან .. ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად არის .. ის რომ ყველაფერი კარგად დამთავრდაა უმეტესაად ამ ადამიანების დამსახურებაა და შემდეეგ ყველა დანარჩენის", - წერს მარი ბუქური.

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს