შორენა ბეგაშვილი სახლში შვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს

შორენა ბეგაშვილი სახლში შვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს

შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე იაშვილის კლინიკიდან გაწერეს. 15 წლის მოზარდი სახლის ფანჯრიდან ერთი თვის წინ გადმოვარდა და სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. მას დაზიანებული ჰქონდა ხერხემალი და ფეხები. ევას იაშვილის კლინიკაში რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და ფეხებში მგრძნობელობაც დაუბრუნდა.

საავადმყოფოში გატარებული ერთი თვის შემდეგ, ევა სახლშია და თავს უკეთ გრძნობს. შვილის სახლში დაბრუნებაზე დღეს შორენა ბეგაშვილმა "ფეისბუქზე" პოსტი დაწერა: "სახლშია ჩემი გოგო" - წერს ბედნიერი დედა. მეგობრები და გულშემატკივრები კომენტარებში ულოცავენ ევას საავადმყოფოდან გამოწერას და მას მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ:

"ამაზე დიდი ბედნიერება დედისთვის რა უნდა იყოს... უუუჰ, მიხარია!"; "ჯანმრთელობას ვუსურვებ მთელი გულით! ძალას და მხნეობას - ორივეს! მე ვიცი, რამდენად რთულია რეაბილიტაციის პროცესი! იბრძოლეთ, იშრომეთ და ყველაფერი კარგად იქნება!"; "უდიდესი ანგელოზის ძალა იცავს თქვენს გოგონას! ღმერთმა დაგატკბოთ ერთმანეთი უამრავი წელი"; "მთელი გულით გილოცავ შორენა, ევას თავი უფალმა გაჩუქა და ჩვენი ლოცვაც შეისმინა უფალმა! წარმატებებს გისურვებ და არასოდეს დარდი და ცრემლი არ გენახოს"; "ღმერთს ძალიან უყვარხართ დედა-შვილი. მიხარია!" - წერენ კომენტარებში ტელეწამყვანის გულშემატკივრები.

AMBEBI.GE შორენა ბეგაშვილის მეგობარს, პროდიუსერ კახი მამულაშვილს დაუკავშირდა: "ევა კლინიკიდან გუშინ გამოწერეს. რეაბილიტაციის კურსის

გავლაა ახლა საჭირო, რომელსაც, ალბათ, საქართველოში არ გაივლის". გავრცელებული ინფორმაციით, ევა ბარბაქაძეს რეაბილიტაციას ორი თვე დასჭირდება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს