"ჩვენ ხომ გარდაცვლილი ოჯახის წევრების ფერფლს ქილებით არ ვინახავთ სასადილოში" - კოკა ყანდიაშვილის რჩევა BBC-ს

"ჩვენ ხომ გარდაცვლილი ოჯახის წევრების ფერფლს ქილებით არ ვინახავთ სასადილოში" - კოკა ყანდიაშვილის რჩევა BBC-ს

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი "ფეიბუქის" პირად გვერდზე BBC-ს სიუჟეტს ეხმაურება, რომელიც აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საფლავებზე გასვლისა და სასაფლაოებზე სუფრის გაშლის ქართულ ტრადიციას შეეხება. სიუჟეტს ქართველების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

"ჩემი რჩევა ქართველ თვითგვემია ქაჯებს და BBC-ის!

სხვის თვალში ბეწვის ძიებას ჯობია, საკუთარ თვალში დირეს მიხედოთ!!!

მესმის თქვენი შოკის - ჩვენ ხომ გარდაცვლილი ოჯახის წევრების ფერფლს ქილებით არ ვინახავთ სასადილოში.

ზედაპირული ექსკურსი.........

- საუდის არაბეთში - დემოკრატიამ, ერაყსა და ავღანეთში მშვიდობამ არ ჩაგაგდოთ შოკში?

- პუტინის ბარბაროსობამ საქართველოსა და უკრაინაში - არ გამოიწვია თქვენში პროტესტი?

- პირველი საკონცენტრაციო ბანაკები რომ შემქმენით, ჯერ კიდევ ანგლო-ბურების ომის დროს, და როგორც ეროვნული ღირებულება, მთელ მსოფლიოს რომ მოსდეთ - ამანაც არ შეატოკა თქვენში შოკის ძარღვი?

- რასაც დედამიწაზე, თქვენი პირსისხლიანი სამეფოს სახელით ჩადიოდით, ყაჩაღობდით, ძარცვავდით და ანადგურებდით ერებსა და სახელწიფოებს - ის არ გაგდებდათ შოკში?

- ბავშვთა მონური შრომის გამოყენებასა და მონა ბავშვების დეპორტაციის ისტორიაზე რას მეტყვით - რომელიც 1970 წლამდე გრძელდებოდა თქვენს ცხვირაბზუებულ სამშობლოში?

- სკოლებში, ბავშვების, საკუთარი შვილების ცემა, მხოლოდ 1999 წელს რომ გააუქმეთ, როგორც სასჯელის ფორმა - თქვენ ის ბრიტანელები არ ხართ?

- დილის პოლიციური ეკიპაჟებიდან დაწყებული, და თითქმის ყველა დამკრძალავი პროცესიით დამთავრებული, დღემდე რომ ცხენებს იყენებთ - ლონდონშიც კი, და ნეხვის ფერი (არომატზე აღარ ვიტყვი) რომაა ტემზა - ეგ როგორ ჯდება შოკუნიებში?

- ასეთ ჰუმანურ და ცხოველების მოყვარულ ხალხს, არც მელიებზე ნაციონალური ნადირობა არ გაღელვებთ?

- სულ დამავიწყდა, არაკასტრირებული, ფსლის სუნით გაჟღენთილი ღორის ხორცის ჭამაც (შემწვარი ბეკონი საუზმეზე) - არ გაგდებთ შოკში?

- არც მატლების ამოთხრის ეროვნული დღე?

- არც ეკლესიების - დისკოთეკებად, რესტორნებად, სასტუმროებად გადაქცევა იწვევს თქვენში შოკს - ხომ ასეა?

- არც აქ სადილი და ჭამა, არ გაგდებთ შოკში - არაა?

- და არც ნათესავებს დავდევთ - ოჯახის შესაქმნელად.

ხოდა ამიტომ გეტყვით, ჩვენ - ისევე როგორც თქვენ და მსოფლიოს სხვა ხალხებს, საკმარისი გვაქვს უცნაური ტრადიციები, ადათ-წესები. ჩამობრძანდით, ისიამოვნეთ ჩვენი ხალხის სტუმარ-მასპინძლობით, დატკბით საქართველოთი, დახარჯეთ ფული და დაგვანებეთ ჩვენი მკვდრები. აი ასეთები ვართ ქართველები - როგორებიც ვართ. ასეთი ტრადიცია გვაქვს ჩვენი მიცვალებულების პატივსაცემად. და ის დღე დაიქცეს, აღდგომას საფლავზე რომ არ გავა ქართველი კაცი და ჭიქას არ წაუქცევს!!! ასეც არ გადავგვარდებით!

პ.ს. ბევრი სიკეთეც მოგიტანიათ კაცობრიობისათვის - ინგლისელებო, მაგრამ თავს ნუ გამოიდებთ ძაან გთხოვთ - ჩვენთან მითუმეტეს! ნუ დაგავიწყდებათ - ჩვენ პირველი ევროპელები ვართ!

პ.პ.ს. - ახლა გინდა რეტროგრადი მეძახეთ და გინდა ბნელი. ასეთი ქართველი ვარ - მე!".

იხილეთ ასევე:  რატომ სადილობენ ქართველები მკვდრებთან ერთად? BBC-ის კორესპონდენტი თბილისიდან

10 ტრადიცია საქართველოში, რომელიც შესაცვლელია და დასავიწყებელი

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს