"ამ ადამიანმა თავადაც მომწერა... ძალიან ინერვიულა ამის გამო" - რა განმარტებას აკეთებს ანუკი არეშიძე მისი სახელით გავრცელებული პოსტის გამო

"ამ ადამიანმა თავადაც მომწერა... ძალიან ინერვიულა ამის გამო" - რა განმარტებას აკეთებს ანუკი არეშიძე მისი სახელით გავრცელებული პოსტის გამო

დიზაინერი ანუკი არეშიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე განმარტებით სტატუსს წერს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მისი სახელით გავრცელებულ მილოცვას უკავშირდება. "ფეისბუქზე" ერთ-ერთმა გვერდმა, რომელიც არეშიძის მტკიცებით მისი სახელითაა შექმნილი, თუმცა მას სხვა მართავს, აღდგომის დღესასწაული ასე მიულოცა ინტერნეტსაზოგადოებას: "ქრისტე აღსდგა! გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს თითოეულ თქვენგანს!"

იხილეთ ფეისბუქ-პოსტის ფოტო

სწორედ ამ შეცდომაზე აქვეყნებს ვიცე-პრემიერ კახა კალაძის მეუღლე მის პირად გვერდზე სტატუსს: "ერთადერთი გვერდი დედამიწის ზურგზე რაც მართლა მეკუთვნის მე არის ეს - Anouki Areshidze რომელსაც ძალიან იშვიათად ვიყენებ, დანარჩენი არცერთი ფბ გვერდი უამრავი მოწონებით არ არის ჩემი! უამრავი შემთხვევა მაქვს, როდესაც გასაუბრებაზე დაუბარებიათ ხალხი სამსახურის დაწყებაზე, ან ჩემი სახელით და გვარით ავრცელებენ დაუზუსტებელ ინფორმაციებს და მერე ამას იყენებენ ჩემს წინააღმდეგ. ბოლო შემთხვევა რაც იყო აღდგომის დღესასწაულთან ერთად შობის მოლოცვა, ამ ადამიანმა თავადაც მომწერა რომ სიჩქარეში აერია და ძალიან ინერვიულა ამის გამო. ამ დროს ეს არავის არ აინტერესებს, არც მათ ვინც დანამდვილებით ისიც რომ ეს ანუკის გვერდი არაა და არც მისი დაწერილია, მთავარია შეცდომა, რომელსაც სიხარულით უზიარებენ ერთმანეთს და ამ დროს უდიდეს კმაყოფილებას განიცდიან!" - წერს არეშიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს