"ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც ქელეხს აკეთებს, ან საფლავზე ჭამს ბნელები ვეძახოთ" - ნანუკა ჟორჟოლიანი BBC-ის კრიტიკოსებს პასუხობს

"ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც ქელეხს აკეთებს, ან საფლავზე ჭამს ბნელები ვეძახოთ" - ნანუკა ჟორჟოლიანი BBC-ის კრიტიკოსებს პასუხობს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საფლავებზე სუფრის გაშლის ქართული ტრადიციის შესახებ BBC-ის მიერ მომზადებული გადაცემის ირგვლივ საზოგადოებაში გამოხმაურება არ წყდება. სოციალურ ქსელში გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც ბრიტანულ სამაუწყებლო კომპანიას აღნიშნული სიუჟეტის მომზადების გამო აკრიტიკებენ. (იხ. "ჩვენ ხომ გარდაცვლილი ოჯახის წევრების ფერფლს ქილებით არ ვინახავთ სასადილოში" - კოკა ყანდიაშვილის რჩევა BBC-ს). თემასთან დაკავშირებით "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს:

"BBC კი არა, მე მაქვს რამდენიმე გადაცემა გაკეთებული ჩემთვის უჩვეულო ამბებზე. არ გვართმევენ ქართველობას, რა თავდასხმებია ეს ჩვენს N1 კოლეგებზე. არხზე, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ არ უნდა დაარღვიოს სხვისი უფლება:)

მაგალითად, ჩვენ ვაჩვენეთ ერთ-ერთი ოჯახი, რომელიც გარდაცვლილს წლებია არ მარხავს. უცვლიან, უმღერიან, დაბადების დღეს უხდიან. მითხრეს ტრადიციააო. ასეა, რამდენი რეგიონი იმდენი "ტრადიციაა".

დატირებაზეც გვქონდა გადაცემა. ქალებზე, რომლებიც უცხო ოჯახში გარდაცვლილს მხოლოდ იმიტომ ტირიან, რომ ეს მათი პროფესიაა. ასევე გვითხრეს, რომ ეს "ტრადიციაა", მაგრამ მოდი შევთანხმდეთ რომ არის უჩვეულო ორივე ამბავი.

რა გვიკვირს, საფლავზე ჭამა, რომ უკვირს ვინმეს?! თუ ქელეხის "ტრადიცია" ჩვეულებრივი.

ხშირად, სიტყვა ტრადიცია ცრურწმენაში გვეშლება. ამით მართლა მაგარ ტრადიციებს, რომლებიც დანარჩენი მსოფლიოსგან გვანსხვავებს ჩრდილსაც ვაყენებთ:) ეს ჩემი მოკრძალებული აზრია და მგონია თაობის ცვლასთან ერთად, რაღაცეები შეიცვლება.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც ქელეხს აკეთებს, ან საფლავზე ჭამს ბნელები ვეძახოთ. არა, ვისაც რა უნდა ის აკეთოს და ვისაც არ მოგვწონს, დაგვიტოვეთ უფლება ვთქვათ, რა არ მოგვწონს:)

ტრადიციას არც ამჯერად დავარღვევ და წარმატებულ დღეს გისურვებთ:) თუ საკუთარ თავს გვერდიდან შევხედავთ, იქნებ ჩვენთვის იყოს უკეთესი".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს