"ეს იმას ნიშნავს რომ ყველაფერი კარგად იქნება" - შორენა ბეგაშვილი ემოციურ ფოტოს ავრცელებს

"ეს იმას ნიშნავს რომ ყველაფერი კარგად იქნება" - შორენა ბეგაშვილი ემოციურ ფოტოს ავრცელებს

მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ფოტო განათავსა, რომელზეც ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი თეთრი მტრედი ჩანს. "ევასთან მოფრინდა" - ასეთ კომენტარს ურთავს ტელეწამყვანი ფოტოს.

ემოციურ კადრს უამრავი კომენტარი მოჰყვა, შორენას გაძლიერებას, ევას კი მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ: "მშვიდობის, სიყვარულის და სიცოცხლის სიმბოლო... უფალმა დაგიფაროთ. ეს შესანიშნავი ნიშანია შორენა!; "რა ლამაზია! მშვიდობის და სიკეთის სიმბოლოა მტრედი. მშვიდობა გქონოდეთ; "ეს იმას ნიშნავს რომ ყველაფერი კარგად იქნება, ღმერთი თქვენსკენ!"; "პირველად ვაკეთებ მსგავსი ტიპის კომენტარს. "ღმერთმა გაგაძლიეროთ" წავიკითხავ ჯანმრთელობის ლოცვას მის სახელზე"; - წერენ კომენტარებში მსახიობის გულშემატკივრები.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ევა ბარბაქაძის დასახმარებლად სპეციალური ანგარიში გაიხსნა. მსახიობისა და ტელეწამყვანის ქალიშვილს ევა ბარბაქაძეს საზღვარგარეთ ხანგრძლივი რეაბილიტაციის კურსი სჭირდება, ოჯახს კი ფინანსური რესურსი ამოეწურა და თანადგომას საჭიროებს.

"მერცხლის 8 ბუდე ეკლესიის ჭერში" - უნიკალური ფოტო ბათუმის ჯვართამაღლების ტაძრიდან

"მგონი, გამოჩნდა გვირაბის ბოლოს სინათლე..." - რას წერს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რომელმაც Pfizer-ის ვაქცინა გაიკეთა

"გილოცავთ კალანდას" - თეა წულუკიანის მეუღლე ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს