"არანაირი ხელოვნურობა.. არანაირი აფერისტობა. უყურებ და ხვდები, რომ კარგი ადამიანები არსებობენ"

"არანაირი ხელოვნურობა.. არანაირი აფერისტობა. უყურებ და ხვდები, რომ კარგი ადამიანები არსებობენ"

უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო, რომელიც ამჟამად ქართულ ტელეპროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში მონაწილეობს", რამდენიმე თვის წინ საქართველოში საქველმოქმედო მიზნით ჩამოვიდა. მას მოზარდმაყურებელთა თეატრში სპექტაკლში "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" უნდა ეთამაშა. შემოსული თანხა 17 წლის მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად უნდა გადარიცხულიყო. მოზარდს ოსტეოპოროზი და კუნთოვანი კვანძები აქვს. მას საქართველოში 8 გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მის გამოჯანმრთელებას დიდი თანხა სჭირდება.

მსახიობი პროექტში მონაწილეობის პარალელურად საქართველოში ხშირად ესწრება სხვადასხვა ღონისძიებას. გუშინ ბონდარენკო მარტყოფში შშმ პირთა პანსიონს ესტუმრა. მსახიობს აქ უკვე ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, რომლებიც მას ძალიან დადებითად ახასიათებენ. აი, რას წერს "ცეკვავენ ვარსკვლავების" ოფიციალური გვერდზე ერთ-ერთი პოსტის კომენტარში სოფო უზნაძე:

"გუშინ ლაივზე ვიყავი, გვერდით მეჯდა ნატალი, მიშო და მარიამი - სტასის პატარა ანგელოზები, რომლებსაც ძალიან უყვართ სტასი და რომლებიც ძალიან უყვარს სტასს. რეკლამების დროს და შოუს დასრულების შემდეგაც რამდენჯერმე მოვიდა ბავშვებთან აკოცა, მოეფერა, მოიკითხა... მომავალ ორშაბათსაც ხო მოხვალთო პირობა ჩამოართვა. არანაირი ხელოვნურობა.. არანაირი აფერისტობა.. უყურებ და ხვდები, რომ კარგი ადამიანები არსებობენ, და აი, ერთ-ერთი მათგანი შენს წინ დგას".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს