"მეც და სტეფანეც დარწმუნებულები ვიყავით, რომ ვკვდებოდი..." - რა შეემთხვა მაია დარსმელიძეს

"მეც და სტეფანეც დარწმუნებულები ვიყავით, რომ ვკვდებოდი..." - რა შეემთხვა მაია დარსმელიძეს

მაია დარსმელიძე გუშინ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ის "ფეისბუქზე" წერს. მომღერალი სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრის მიზეზზე არ საუბრობს, თუმცა დროულად ჩატარებული პროცედურებისთვის ექიმებს მადლობას უხდის.

"ბევრი რამე გამომივლია.. ყოველთვის, როდესაც ჩემს საქმეში ჩემთვის რაიმე მნიშვნელოვანს ვაკეთებდი, ხან სცენიდან ფრენა და დალეწილი ნეკნები, ხან ერთთვიანი გოსპიტალიზაცია, ხან ჩემს კონცერტზე ისეთი "ალეწვა", რომ დღემდე მიკვირს, როგორ არ მოვკვდი პირდაპირ სცენაზე და ჩავატარე ეს კონცერტი... მსგავსი ამბების მეტი რა მქონია.

ეხლაც, ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია...

გუშინ, როდესაც საავადმყოფოს "კოიკაზე" ვიწექი, მეგონა რომ "ვსიო"... მეც და სტეფანეც დარწმუნებულები ვიყავით, რომ ჩვეულებრივად ვკვდებოდი...

არ ვიცი რა მოხდებოდა, დროულად რომ არ მოსულიყო სასწრაფო. უდიდესი მადლობა ფაქტიურად წუთებში მოსულ სასწრაფოს ბრიგადას და შემდეგ არამიანცის საავადმყოფოს მთელ მედ პერსონალს და პირადად ბ-ნ კობა აბულაძეს, რომლებმაც დილამდე არც ერთი წამით არ დამტოვეს უყურადღებოდ და ჩამიტარეს ყველა საჭირო პროცედურა.

ზოგი ვერ მიხვდება ამ შემდგომ სიტყვებს რატომ ვწერ, მაგრამ შემდეგი აბზაცი მხოლოდ იმ გამგებს ეძღვნება, რომელიც უეჭველი გაიგებს...

ჩემს კედელს უამრავი ადამიანი სტუმრობს, მათ შორის ერთ მიმართულებაში 20 წლის განმავლობაში ჩაციკლულ/ჩარჩენილ/ჩაბღაუჭებული "კოლეგებიც", რომლებსაც ძალიან ვაღიზიანებ მთელი ჩემი არსებობით და შინაარსით ზოგადად.

მე დიდიხნისწინ გადავწყვიტე, რომ კიდევ დიდხანს ვაპირებ "აქ" ყოფნას, რადგან კიდევ უამრავი რამე მაქვს სასწავლი, საექსპერიმენტო. ძალიან ბევრი საქმე მაქვს და ვინმეს თუ ჩემი პირადი განვითარებით დისკომფორტს ვუქმნი, ან მისთვის არასასურველ ნიშაზე ვტოვებ - ან დამეწიეთ, ან შემეგუეთ რამენაირად...

ვიღაცა ამ სიტყვებს სრულ ბოდვად ან სიგიჟედ ჩათვლის, მაგრამ მე და "გამგებმა" ზუსტად ვიცით, რაზეა აქ საუბარი.

ეს აბზაცი კი მხოლოდ "კოლეგებს" არა,  არამედ ჰეითერებს ზოგადად, მე "გადახდილი" მაქვს ის, რასაც დღეს მივაღწიე და ვინმე თუ ამას ვერ ათვითცნობიერებს - ტრაკი იქონიოს და ჩემი ფეხსაცმლით გამოიაროს მთელი ჩემი ბიოგრაფია, ყველა თავის დანაკლისით და სირთულით. ამიტომ, ალბათ დროა მიხვდეთ, რომ ჩემს სახელზე გამოშვებული ყველა იმპულსი ზოგს ისედაც ასმაგად გიბრუნდებათ და ზოგს, ეხლა თუ არა, სადმე აუცილებლად დაგეწევათ. ყოველთვის დაგიბრუნდება ის, რასაც "აგზავნი". ან აგაშენებს, ან დაგანგრევს - არჩევანი შენზეა...

P.შ.: ამ "სიგიჟეს" ვპოსტავ სრულიად საღი გონებით და დიდი აიდარდით... ერთი ცუდი, ან კარგი ჩვევა მაქვს - რაც ვარ, ეს ვარ - და არანაირად არ მიტყდება ჩემი ამწამინდელი აზრების გამომზეურება", - წერს მაია დარსმელიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს