"აეროპორტში გადაღებულმა ფოტომ გადამარჩინა“ - ქალი, რომელსაც ბრიუსელის ტერაქტის სახე უწოდეს, ერთთვიანი კომიდან გამოვიდა

"აეროპორტში გადაღებულმა ფოტომ გადამარჩინა“ - ქალი, რომელსაც ბრიუსელის ტერაქტის სახე უწოდეს, ერთთვიანი კომიდან გამოვიდა

ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ბრიუსელის ტერაქტის დროს გადარჩენილი კიდევ ერთი ადამიანის შესახებ წერს. საუბარია 42 წლის ნიდჰი ჩაფეკარზე, რომელსაც უკვე უწოდეს ბრიუსელის ტერორისტული აქტის სახე. ჩაფეკარის ფოტო, რომელმაც სრულიად მსოფლიო მედია მოიარა, ბრიუსელის აეროპორტში სწორედ ქეთევან ქარდავამ გადაიღო. 42 წლის ქალბატონი ერთ თვიანი კომიდან გამოვიდა და ის მკურნალობას საკუთარ სამშობლოში განაგრძობს.

"აეროპორტში გადაღებულმა ფოტომ გადამარჩინა. უამრავი ადამიანი დამიკავშირდა, მწერდნენ,მამხნევებდნენ. თანაგრძნობა მაძლიერებდა, დიდი მადლობა ყველას-" ნიდჰი ჩაფეკარის პირველი კომენტარი. ინდური ავიაკომპანიის თანამშრომელი, 42 წლის ნიდჰი შარლეროას საავადყოფოში მკურნალობდა. გადაიტანა უმძიმესი ოპერაციები, მან 22მარტს სხეულის 15 პროცენტის დამწვრობა მიიღო, თითქმის ერთი თვე იყო კომაში. ბელგიელმა ექიმებმა ნიდჰის სიცოცხლე შეუნარჩუნეს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და მონატრებული შვილების გულში ჩაკვრას შეძლებს. მას ბრიუსელის ტერორისტული აქტის სახე უწოდეს. ტრაგიკულმა წუთებმა, ტერაქტმა და ჩემმა ფოტომ გაგვაერთიანა. რამდენიმე დღის წინ , ნ. ჩაპეკარმა მიიღო ექიმების ნებართვა და ნიდჰი სამშობლოში დააბრუნდა. ჩემი ფოტო- გმირი ინდოეთში გააგრძლებს მკურნალობას. ექიმების გადაწვეტილებით, ის ჰოსპიტალში მოათავსეს, სადაც რეაბილუტაციის ხანრგძლივი პროცესი ელოდება. ჩვენ ერთმანეთს მუმბაიში შევხდებით", - წერს ქეთი ქარდავა "ფეისბუქზე".

შეგახსენებთ, 22 მარტს ბრიუსელის აეროპორტში ორი უძლიერესი აფეთქება მოხდა. ტერორისტული აქტის შედეგად 130-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ასევე იხილეთ: ტერაქტს გადარჩენილების ემოციური შეხვედრა: ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ბრაზილიელ კალათბურთელს შეხვდა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს