"ნუ გააჩერებთ მანქანებს ურნებთან..." - მეეზოვის მიმართვა მძღოლებს

"ნუ გააჩერებთ მანქანებს ურნებთან..." - მეეზოვის მიმართვა მძღოლებს

თბილსერვის ჯგუფი "ფეისბუქზე" 30 წლის მეეზოვის, გიგა ფალავანდიშვილის ჩანაწერს ავრცელებს, რომლითაც ის ქართველ მძღოლებს მიმართავს. ფალავანდიშვილი "თბილსერვის ჯგუფის" კრწანისის რაიონის თანამშრომელია. ის უკვე ოთხი წელია, რაც დასუფთავების მანქანაზე მძღოლად მუშაობს.

"ჩვენი სამსახური დილით ადრე 7:00 საათზე იწყება, ყველას თავისი მოძრაობის განრიგი და მარშრუტი გვაქვს. დასაცლელია ურნები. ხშირია შემთხვევა, როდესაც მოსახლეობა მანქანას ურნებთან აჩერებს, რაც ხელს გვიშლის მუშაობაში, რადგან რთულდება კონტეინერების გამოტანა და შესაბამისად დაცლაც.

ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გააჩერებთ მანქანებს ურნებთან და ნუ შეგვიშლით ხელს მუშაობაში!"

ერთად ვიზრუნოთ ქალაქის სისუფთავეზე!", - ვკითხულობთ ფალავანდიშვილის ჩანაწერში.

"სხვა შეგრძნებაა როცა იგებ, რომ უცხო ადამიანები ზრუნავენ შენზე" - რას წერს ანიტა ფაცაციას დედა შსს-ში დასაქმების შემდეგ

"არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას შაქარაშვილის საქმის დაფარვის ინტერესი აქვს, მაგრამ..." - რის აღიარებას ურჩევს გია ხუხაშვილი ხელისუფლებას?

რომანტიკული ვახშამი ზღვის სანაპიროზე და სექსუალური ფოტოსესია აუზში - როგორ ატარებენ ბერა და ნანუკა ზაფხულის ცხელ დღეებს