"ეს ქველმოქმედი გაჭირვებულებს ეხმარებოდა, ის ქველმოქმედი ცნობილებს" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლის შესახებ

"ეს ქველმოქმედი გაჭირვებულებს ეხმარებოდა, ის ქველმოქმედი ცნობილებს" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლის შესახებ

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლას ეხმაურება:

"ისე გალანძღეს, ისე გალანძღეს, ისე გალანძღეს, აშკარაა, პაატა ბურჭულაძის შეეშინდათ. გადაურბინა ბილწსიტყვაობაში გამოხატულმა მავანთა შიშმა სოციალურ ქსელებს და ზანზარი დააწყებინა. ასე რამ შეაშინათ? ალბათ იმან, რომ ერთადერთი ღვაწლმოსილი ქველმოქმედის ნაცვლად პოლიტიკურ სცენაზე ახლა ორი ასპარეზობს, ეს ქველმოქმედი გაჭირვებულებს ეხმარებოდა, ის ქველმოქმედი ცნობილებს, თან ამ ქველმოქმედმა სიმღერაც უკეთესი იცის და დამატებით, ქვეყანას სახელი ქვეყნის გარეთაც გაუთქვა. მოკლედ ჯოკერი უჭირავს და გამოყენებას აპირებს, ნიჟეზე თანახმა არაა. იმ ქველმოქმედმა თუ სამება ააგო ყოველგვარი ღვთისმოშიშობის გარეშე, ამ ქველმოქმედს მახათას მთაზე ტაძრის მშნებელობაში წვლილი და მთელი ერის ჩართვა და თავადაც რწმენაში ყოფნა ერთდროულად მიეწერება, მაშასადამე, ესეც მეორე ჯოკერი. წუნი რა აქვს? - არაპროფესიონალი სახელმწიფო მუშაკია, გამოცდილება არა აქვსო, ამ მთავრობას არ ეთქმის, დღეს ეს მინუსად სულ არ ითვლება. ნაციონალებთან კოალიცია შეკრაო? - ბევრად გულწრფელად მოიქცა, ვიდრე ოცნებელები იქცევიან, რომლებიც თავხედურად სხვებს ეძახიან ნაციონალებთან ალიანსში მყოფებს და პარალელურად მთლიანად ნაციონალების ბნელეთიდან დააკომპლექტეს არა მხოლოდ პროკურატურა და სასამართლო, ყრილობაზეც კი ცარიელი სკამები ნაციონალების აქტივისტებით შეავსეს.

მოკლედ ახალი ერის მამის ხატი იწერება და ძრწიან ამ მამის არიის ხმაზე იმ მამის შვილობილები", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

იხილეთ ასევე: "ივანიშვილისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია" - პაატა ბურჭულაძე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს