როგორ ეხმაურებიან "კაბელების საქმის" განაჩენს "ფეისბუქზე"

როგორ ეხმაურებიან "კაბელების საქმის" განაჩენს "ფეისბუქზე"

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს 7-7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუნიათიშვილმა დახურულ კარს მიღმა გამოაცხადა. ე.წ. კაბელების საქმეზე 5 პირი იყო ბრალდებული: ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძესა და გიზო ღლონტს გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვას ედავებოდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას მწვავედ აფასებენ "ფეისბუქზე":

ზვიად დევდარიანი, სიდა-ს ხელმძღვანელი:

საარჩევნო სამართალი. ყველაფერი წინ დახვდებათ, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა.

ზურაბ ჯაფარიძე, "გირჩის" ლიდერი:

წერენ ფული მართლა გამქრალიაო. არ ვიცი. შეიძლება. მაგრამ: ამ საქმის დეტალები წინასწარ მოყვა საჯაროდ ივანიშვილმა. საქმე დახურული იყო, ამ ადამიანებს გადაწყვეტილება არ მიუღიათ. გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ. ეს ადამიანები ვერაფერს გააკეთებდნენ ზემდგომების გარეშე. ზემდგომებს არ ეხებიან. ამ ადამიანებს იცნობენ სხვები და არავის ეპარება ეჭვი მათ წესიერებაში. აი მოსამართლის წესიერებაში კი პირიქით, ბევრს.

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი:

ქონება წაგვართვესო წუხდით? რამდენიმე ადამიანი პირადად შემომჩიოდა, პროკურატურაში რომ მივედი მთავრობის ცვლილების შემდეგ, იგივე ხალხმა დამკითხა, ვინც დამიჭირა და რაღაც წამართვაო. გვაწამესო, ამბობდით არა? მწამებლები თავისუფლად დადიან. არ გაქვთ პრეტენზია? ეს იქნება ნაციონალების სრული და ამაყი რეაბილიტაცია, თუ არ გექნებათ პროტესტი პროკურატურის მიმართ. რადგან თუ არ არის მომჩივანი, არ ყოფილა დანაშაული. ნება თქვენია, მაგრამ ნაციონალების დაბრუნების გვეშინიაო, სიყალბეში ნუ ჩაეფლობით. მურუსიძეები ირინა ენუქიძეს უყურებდნენ თვალებში და ხელი არაფერზე აკანკალებიათ. სასაცილოც კია, რომ მეგონა მოსამართლე კაცად იქცეოდა მოულოდნელად. ივანიშვილი ქვეყანას აშაყირებს. ჩარგეთ თავი სილაში, ან არ ჩარგოთ.

ალეკო ელისაშვილი, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი:

კრწანისი-შინდისის გზის პირველი კონტურის დაპროექტებასა და პირველადი სამუშაოების შესრულებაში 700 ათასი ლარი რომ გადავიხადეთ და მერე ამ კონტურზე უარი ვთქვით - ეგ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა არაა? მაგ საქმის გამო არ უნდა აგოს ვინმემ პასუხი? დაინტერესდება ამ საქმითაც პროკურატურა? აღძრავენ საქმეს? დაიბარებენ ნარმანიას და მის რაზმს? არა ხო? შერჩევითი სამართალი ჰქვია ხომ მაგას?!

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:

ე.წ. კაბელების საქმეში ბრალდებულებს 7 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. 7 წლით, ციხეში უნდა იჯდნენ ადამიანები, მხოლოდ იმიტომ რომ ივანიშვილი ალასანიას ებრძვის. ასე მოუნდა დასჯა. ყველაზე ცუდი მეთოდით. გაუგზავნა ყველას გზავნილი. ასე მოგივათ თუ გამაბრაზებთო. გაგვაგებინა ყველას, რომ სასამართლოში "პრინციპული" მოსამართლეების იმედადაც არ უნდა ვიყოთ. სასამართლო მთლიანად პროკურატურის "ჯიბეშია". თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს მას არ ეხება, მაგრად ცდება. ეს ყველას გვეხება იმიტომ, რომ როგორც კი არასასურველები გახდებით მისთვის, ერთი კაბელი ჯიბეში თქვენც აღმოგაჩნდებათ. სანამ სხვის უსამართლობაზე ხმის ამოღებას არ დავიწყებთ, მანამდე ჩვენი თავისუფლება საფრთხეში იქნება"

ელენე ხოშტარია, ექსპერტი: სამარცხვინო!!

ზაზა ფირალიშვილი, ფილოსოფოსი, "თავისუფალი დემოკრატების წევრი":

ცუდია, თუ ისტორია კიდევ და კიდევ მეორდება. როგორც ჩანს, ვერც დღევანდელი ფაქტობრივი ხელისუფალი იაზრებს, რომ "ჭარბ ნდობას" გაფრთხილება უნდა.

არც კი ვიცი, რა ვთქვა. სულ იმედი გაქვს კაცს, რომ ვიღაც მაინც ისწავლის ჭკუას და თავის ახირებებს არ შეწირავს ადამიანების ბედს.

სერგი კაპანაძე, საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი:

სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო დღეს საქალაქო სასამართლომ კაბელების საქმეზე. სრული სოლიდარობა ამ ბიჭებს, რომლებიც აბსოლუტურად უდანაშაულოდ მიდიან ციხეში ერთი ადამიანის პირადი ინტერესის გამო. ეს ძალიან სახიფათო გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ სასამართლო ძალიან პოლიტიზებულია და შესაძლებელია, იგივე გააკეთოს რუსთავი 2-ის საქმეზეც.

ზურაბ ჭიაბერაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

ოლიგარქის და მას დამონებული სასამართლოს მორიგი სიგიჟე, რომელსაც ბოლო 8 ოქტომბერს ექნება. პოლიტპატიმრების სიას საქართველოში კიდევ რამდენიმე უდანაშაულო ადამიანი მიემატა. შემოდგომაზე ყველა მათგანი თავისუფალი იქნება!

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს