გამამხნევებელი FB-კომენტარები შორენას - რას პასუხობენ ცნობილი ქართველები აგრესიულად განწყობილ კომენტატორებს

გამამხნევებელი FB-კომენტარები შორენას - რას პასუხობენ ცნობილი ქართველები აგრესიულად განწყობილ კომენტატორებს

შორენა ბეგაშვილის პოსტს სოციალურ ქსელში, სადაც ის კრიტიკულად და აგრესიულად განწყობილ ადამიანებს პასუხობს, ათასობით ადამიანის, მათ შორის ათეულობით ცნობილი ქართველის კომენტარი აქვს. მეგობრები შორენას ურჩევენ ყურადღება არ მიაქციოს ასეთ კომენტარებს და ევას გამოჯანმრთელებას უსურვებენ:

ნანუკა გოგიჩაიშვილი:

ეს არის რაღაც უმცირესი უინტერესო ნაწილი... ალბათ თავად, ვინც მსგავს კომენტარებს წერს, მათაც შეიძლება გაუგო, მათაც გარკვეული პრობლემა აქვთ, შური უმძიმესი დაავადებაა, რომელიც ჯერ ტვინს და შემდეგ მთელს სხეულს წამლავს... თქვენს გვერდზე ნამდვილად მთელი საქართველოა და ამ მცირე ნაწილზე ყურადგებას ნუ გაამახვილებ ისედაც გადაღლილი ხარ ნერვიულობით და საერთოდ ნუ დახარჯავ ენერგიას! ევა გადარჩა და ღვთის წყალობით დროზე ადრეც გამოჯანმრთელდება !!! კარგი ადამიანი ხარ და ყველაფერი აუცილებლად კარგად გექნებათ.

ნუკი კოშკელიშვილი:

ბოროტი არამგონია იყოს! ბნელია და ალბათ ბავშვია გაუნათლებელ, გაუზრდელ, აღუზრდელი... ეს არის სიშტერე. არ ინერვიულო! ყველაფერი კარგად იქნება! ევაც მალე გამოჯანმრთელდება და დამიჯერე, ასჯერ მეტი გექნება ცხოვრებაში, იმიტომ რომ შენი შრომით გაქვს, რაც გაქვს და უნდა გქონდეს ათასჯერ მეტი. და კომენტარების პატრონს ვურჩევ, გამოვიდეს ფორუმიდან და თავის ცხოვრებას მიხედოს.

ნინი გოგიჩაიშვილი:

ძალიან ბევრ ადამიანს გვიყვარხარ და უაზრო კომენტარებს ყურადგებას ნუ მიაქცევ. ორივე მაგარი გოგოები ხართ შენ და ევა, ყველაფერი კარგად იქნება.

თაკო აბაშიძე:

ხოოო აბა რააა ხოოოო უმაგრესი ადამიანები ხართ ყველა, ვინც დაეხმარეთ და შორენააა შენ ხარ ძალიან მაგარი გოგო. უფალი გფარავდეთ! ღმერთმა ქნას, ევამ გაგასწროს სირბილისას. შენ ამაზე კიდევ მეტის ღირსი ხარ! შორენა! დიდი ხანია თავს ვიკავებ კომენტარისგან და ძალიან მაგარი გოგო ხარ! ჩვენი სტუდენტობისას ბევრჯერ მიგვრძნია როგორი გული გაქვს და ახლა განსაკუთრებულად ჩანს, იგრძნობა და ვის რა ეჩვენება, დაიკიდე... მთავარია, ევამ ირბინოს!

იუნა შაფათავა:

გვიყვარხარ, გგულშემატკივრობთ, ვლოცულობთ! ჯანმრთელობა ევას და შენ და ბედნიერება! გვიყვარხარ! სიყვარული მეტია, მეტია, ვიდრე ბოროტება!!!! გვიყვარხარ!!!!

სოფო გელოვანი:

ასეთი ადამიანები სულ იყვნენ და იქნებიან, ისინი სხვისი განკითხვით საზრდოობენ. არ იდარდო ჩემო კარგო, მთავარია, ბავშვი იყოს კარგად და ასეც იქნება!

გოგა ჩანადირი:

შორენა, განსაცდელში გაძლიერებას გისურვებ. ევა მალე გამოჯანმრთელებულიყოს და ორივეს ძველებური სიხალისით გაგელაღოთ.

ლენუკა ყიფშიძე:

ყველაფერი კარგად იქნება, უფლის წყალობით. რაც შეეხება ხალხის ესეთი უარყოფითი აზრი საერთოდ გულთანაც არ მიიღო სიბოროტე და საზიზღარი ხალხი იმდენია, გარშემო ნამდვილად არ ღირს ნერვების აშლა....

ზალიკო ბერგერი:

არ ინერვიულო ვიღაც ავადმყოფის კომენტარზე, ყველაფერი კარგად იქნება!

გიორგი ხაბურძანია:

ლამაზი ქალების ყოველთვის შურთ.

ხატია სიჭინავა:

ნუ კითხულობ სიბინძურეს!!! შენი ენერგია შენს შვილს სჭირდება!!! ესეთები სულ იარსებებენ!!! ყოჩაღად დადექი ძალიან კარგი გოგო ხარ და ღმერთიც შენთანაა!! ყველა თავის ტიტოეულ სიტყვაზე აგებს პასუხს ღმერთის წინაშე!

გვანცა დარასელია:

შორენა, თავს ნუ დაიღლი რამდენიმე შეუმდგარი ადამიანის ნაბოდვარით! ვისაც გვიყვარხარ იმათი დადებითი ენერგეტიკაც ეყოფა ევას. და მალე ძალიან კარგად იქნება!

კახა კუხიანიძე:

წარმოვიდინე ამას რომ წაიკითხავდი, როგორ იმოქმედებდა. გთხოვ, აღარ წაიკითხო... შენ ღმერთს უყვარხარ და ყველაფერი კარგად იქნება.

დათუნა მგელაძე:

შორენა, ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება.... და ამ ახვრებს კიდე თავისი კუთვნილი არ აცდებათ ცოტაც გაუძელი და გავალთ ფინიშში.

ია სუხიტაშვილი:

ნუ გადამრიე, შორენა, ნუ აქცევ ყურადღებას ამ საზიზღრებს და არადამიანებს, გთხოვ, დაანებე კომენტარების კითხვას თავი, უფალი იყოს თქვენი მფარველი, მიყვარხართ ორივე!

იხილეთ ასევე: რას წერს პირველი ლედი შორენა ბეგაშვილს შვილის შესახებ

"ყოველთვის ისე ვცხოვრობდი, რომ არავის წამოსაყვედრებელი არ მქონოდა რამე" - ბეგაშვილის ემოციური პოსტი ევას ოპერაციის წინ და პასუხი კრიტიკოსებს

"ევას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა..." - ახალი ინფორმაცია თურქეთის კლინიკიდან და მერიის მიერ გადარიცხული 15 000

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს