თამარ ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით, კორცხელში მომხდარ ჩხუბში ერთ-ერთი მონაწილე მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძეა

თამარ ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით, კორცხელში მომხდარ ჩხუბში ერთ-ერთი მონაწილე მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძეა

ტელეკომპანია "ტაბულას" მთავარი რედაქტორის თამარ ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საარჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირებაში ერთ-ერთი მონაწილე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ვლადიმერ გეგეშიძეა. თვალსაჩინოებისთვის მან ფოტოებიც გაავრცელა სოციალურ ქსელში. ამავეს ამტკიცებს ფეისბუქზე კიდევ რამდენიმე ინტერნეტმომხმარებელი. "ზუგდიდელი ბაქსიორი No 1. ვლადიმერ გეგეშიძე - მოჭიდავე, ბერძნულ-რომაული (კლასიკური) სტილის, 85 კგ, საკმაოდ ცნობილი, ლონდონის ოლიმპიადაზე 4 ადგილი აიღო" - წერს ინტერნეტმომხმარებელი მამუკა ჩიხლაძე.

AMBEBI.GE შეეცადა დაკავშირებოდა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას და დამატებითი ინფორმაცია მიეღო მათგან. ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ლომიძემ თავდაპირველად ზარზე გვიპასუხა და გვთხოვა რამდენიმე წუთში დაგვერეკა, შემდეგ ზარებზე კი აღარ გვიპასუხა.

შეგახსენებთ, კორცხელში #53-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის. დაშავებულია "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და აქტივისტები.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით: "მსგავსი განუკითხაობა არასდროს მინახავს. არ იყო პოლიცია. თბილისიდან ჩამოყვანილი მოჭიდავეები და რაგბისტები რკინის დუბინკებით და კასტეტებით შეიარაღებულები უსწორდებოდნენ ადამიანებს. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ კორცხელში არჩევნებს "ნაციონალური მოძრაობა" იგებს" - დაწერა ნადირაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე.

"ხედავდით ჩემს განადგურებულ თვალებს და მაინც გაგვწირეთ რამდენიმეთვიანი ტანჯვისთვის" - ახალგაზრდა ქალი ექიმის შეცდომაზე ვრცელ პოსტს წერს

დღის ფოტო : ჩირის "ფარდებით" მორთული სახლები სამეგრელოში

"ფატალურ შედეგს გადავრჩი... ვინ აგებს პასუხს და როდის?!" - რატომ შევიდა თბილისის ცნობილ რესტორანში სურსათის ეროვნული სააგენტო