როგორ ეხმაურებიან კორცხალში მომხდარ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში

როგორ ეხმაურებიან კორცხალში მომხდარ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის N53-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს სოციალურ ქსელშიც ეხმაურებიან. შეგახსენებთ, დაპირისპირება საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის მოხდა. შსს-მ ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება.უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და ჩხუბის ფაქტზე მყისიერად მოხდა რეაგირება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

ასე ეხმაურებიან პოლიტიკოსები, მედიის სფეროსა და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები სამეგრელოში მომხდარ ფაქტს:

რატი ამაღლობელი, პოეტი: "ჩვენ ხომ მარტო ერთმანეთის თავპირისმტვრევა შეგვიძლია, თან იმ ადგილზე და იმ რეგიონში სადაც სულ ცოტა ხნის წინ რუსი მესაზღვრეები გადმოვიდნენ, მოკლეს გიგა ოთხოზორია და გადავიდნენ უკან. ოქტომბრამდე როგორც ჩანს ასე გავატერებთ; ერთმანეთის ცემა-ტყეპაში, რა უბედური ხალხი ვართ

თამარ კორძაია, საპარლამენტო პარლამენტის წევრი: "რა არის ეხლა ეს? როდემდე ასეთი ველური საქციელი? როდემდე ვერ უნდა ავიტანოთ განსხვავებული პოზიციის ადამიანები?..."

ანი ნადარეიშვილი: "სამეგრელოში თავდასხმის კადრები! ერთი მეგრული სიტყვა არ ისმის ამ კადრებში!!!! თბილისად ჩაყვანილი ივანიშვილის "მხედრიონი"!

სერგი კაპანაძე, ექსპერტი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი: "ტრიგლოდოტები ჩართო ბრძოლაში ქართულმა ოცნებამ. ისე შანსი რომ არ აქვთ, ეტყობა ხვდებიან. არა უშავს! ამ ბრძოლასაც და სხვა მსგავს ბრძოლებსაც მოვიგებთ. სამწუხაროა, რომ ახლა ჩემი მეგობრების გვერდით არ ვარ ზუგდიდში. თუმცა, ისიც არის რომ ამერიკელებთან ხვალინდელ შეხვედრაზე ყველა დეტალს დაწვრილებით მივაწვდი სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს. პირველი წყაროსგან გაიგებენ რას აკეთებს ხელისუფლება. არ გაუვათ ასეთი მეთოდებით არჩევნების მოგება. არჩევნებს იგებს ხალხი და არა კუნთმაგარი ბოქსიორები და მოჭიდავეები"

თამარ ჩერგოლეიშვილი, ტელეკომპანია "ტაბულას" რედაქტორი: "გიორგი კვირიკაშვილი, შენ და შენ პატრონს მართლა გგონიათ, რომ ორკებით დააფრთხობთ ბოკერიას და ასე შეინარჩუნებთ სკამებს? ჯოჯოხეთში ხართ უკვე, ეგ რომ გჭირდებათ.

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი: "ვუყურებ სამეგრელოში რაც ხდება და 2003 წელი მგონია. ერთი ის ჩემი თეთრი "კურტკა" უნდა მოვძებნო. შენახული უნდა მქონდეს და ცოტნე ბაკურიაც გამოვლის ეჭვი მაქვს რუსთაველზე"

ელენე ხოშტარია, ექსპერტი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი: "არ დაგამსხვრევინებთ სახელმწიფოს, გამოგართმევთ და ავაშენებთ. ცემა ტყეპა მხოლოდ თქვენი სისუსტის და უსუსურობის ნიშანია.

ნუკი კოშკელიშვილი, მოდელი, ყოფილი ტელეწამყვანი:

"ქართული ოცნების ყველა წევრი არის დასაჭერი!!!!!! სად არის პატრულიიიიი???????? თვითოეული მოქალაქე უნდა იყოს დაჭერილი!!!!!!!!!!!!!!! არც მაინტერესებს ვინ დაიწყო პირველმა! საერთოდ ყველა დაიჭირონ!!!!!!!!!!

პ.ს. იმ მაჩხუბარა ჯიგრებს, თქვენ და თქვენი მთავრობა ხართ ცოცორებიიიი! და განსაკუთრებით ის ბოლოს რომ ქალზე იწევა, ცოცორი ხარ აბა რა ხარ, შენ ვინ ხარო რომ ეკითხები შენს ამომრჩეველს... ფუი თქვენს კაცობას აი სად უნდა იყვნენ ”სკამაობები”!!!".

ირაკლი კაკაბაძე, მწერალი, უფლებადამცველი:

"საქართველოში არსებული ძალადობის ატმოსფერო უკვე დიდი ხანია დასადგურებულია. ამას ხელს უწყობს როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის სრული ინერტულობა, ასევე მისი მთავარი ეგრეთწოდებული ოპოზიციის გაცხადებული მოძალადე პოზიცია. ორივე ეს ისტაბლიშმენტური ძალა დღეს თითქოს დაინტერესებულია რომ საქართველოში სამოქალაქო ომი გაჩაღდეს. იარების მოსაშუშებლად ქვეყანაში უნდა დაიწყოს სიმართლის და შერიგების პროცესი. და უკანასკნელ 25 წლის განმავლობაში ქვეყანაში რა ძალადობრივი პროცესებიც იყო - ყველაზე უნდა ითქვას სიმართლე და დაიწყოს ნამდვილი შერიგების პროცესი. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ამ საშინელი სიძულვილის ვაკხანალიიდან, რომელიც უკანასკნელი 25 წლის მანძილზე საქართველოს მოქალაქეთა კავშირის სხვადასხვა განშტოებებმა დაამყარეს. ქვეყანას უნდა გაწმენდა მოქალაქეთა კავშირი მოძალადე ფილოსოფიისგან".

ინგა გრიგოლია, ჟურნალისტი:

"არ აქვს დღევანდელ ამბავს არანაირი გამართლება და ნუ ცდილობთ გამართლებას... დიდი არჩევნების რეპეტიციამ, ყველას სამწუხაროდ, სამარცხვინოდ ჩაიარა.... ვერ გაამართლებთ დღევანდელ დღეს იმით, მიშას დროს რაც ხდებოდა... რომ ხდებოდა, იმიტომაც აღარაა დღეს ხელისუფლებაში ,,ნაციონალური მოძრაობა...რა ვქნა, ჩაგეყენებინათ ეგ კუნთმაგარი ბიჭები გასაპროტესტებლად იქ, სადაც გუშინ ახალგაზრდა ქართველი კაცი მოგვიკლეს :(((... ძალიან ცუდი იყო დღევანდელი დღე... ძალიან".

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი:

"დღევანდელი კადრების ნახვის შემდეგ, შიში გამიჩნდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს 90-იანი წლების ტრაგედი(ებ)ის გამეორების შანსი. კვლავ მიზანმიმართულად აქცევენ ადამიანებს კანიბალებად, ზოგს ემოციურად - "დაიმსახურეს!" , ზოგს ფიზიკურად, - ვისაც უმოწყალო ცემას უკვეთავენ.

კოშმარივით მახსოვს, როგორ გამაოგნა 90-იანებში ერთერთი მაღალჩინოსნის სიტყვებმა, როცა ჰკითხეს, რატომ არ იჭერთ საძმოების წევრებსო, - დაჭერა რად უნდა, თვითონ ჩახოცავენ ერთმანეთსო, უპასუხა ჟურნალისტს თავისებური, რაღაცნაირი ღიმილით. სამწუხაროდ, ასეც მოხდა, იმ მოზარდი ბიჭების 80%-მა ერთმანეთი დახოცა.

არჩევნების რეპეტიციებს თვალს უკვე ვადევნებთ. ჯერ სად ვართ, გენერალური რეპეტიციაც კი ჯერ არ დამდგარა. ერთადერთი შანსი გვაქვს, უკეთ გავაგებინოთ ხელისუფლებას, რომ თუ ვინმე დამნაშავეა, აპატიმრებენ, ადამიანების ერთმანეთზე წაქეზება და ამ სასტიკი სანახაობების მოწყობა, საზოგადოების ფსიქიკურად შეშლა უნდა დასრულდეს. უკვე მრავალჯერ ნანახი კინოს ნახვა აღარ გვინდა".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს