"რა მაცინებს თორე კი..." - დავით ზურაბიშვილი კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ბრიფინგს ეხმაურება

"რა მაცინებს თორე კი..." - დავით ზურაბიშვილი კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ბრიფინგს ეხმაურება

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" წარმომადგენლის ბრიფინგს ეხმაურება:

"ესე იგი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, ხელკეტებით შეიარაღებულ ზონდერებთან ერთად მისულან საარჩევნო უბანზე, ბოკერიას დაწერილი სცენარის მიხედვით დაუწყიათ ჩხუბი და დასისხლიანებამდე უცემინებიათ თავი იქ შეკრებილი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის. პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენლის ბრიფინგის მოკლე შინაარსი.

აი, რა გინდა რომ თქვა? მხოლოდ ძველი საბჭოთა ანეკდოტი მახსენდება, მშვიდობიანი ვიეტნამური ტრაქტორი რომ თავისთვის ხნავდა ბრინჯის ყანაში, ამ დროს ამერიკული ბომბდამშენების ფლოტილია რომ დაესხა თავს და ტრაქტორმა საპასუხო ცეცხლით რომ გაანადგურა ყველა. გარბიან-მივსდევთ და მოვიხედე-გვეწევიან სმაილიკი.

რა მაცინებს თორე კი...", - წერს ზურაბიშვილი.

იხილეთ ასევე: "ქართული ოცნება" "ზაზა კედელაშვილის ხელმძღვანელობით მოქმედ" "ზონდერებს" ასახელებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს