"გავიფიქრე ეს ჩემი შანსია...." - sportall.ge-ს მკითხველის ემოციური პოსტი ახდენილ ოცნებაზე

"გავიფიქრე ეს ჩემი შანსია...." - sportall.ge-ს მკითხველის ემოციური პოსტი ახდენილ ოცნებაზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა. ინტერნეტკონფერენციის სტუმრები შემოსული კითხვებიდან ერთ ავტორს (ისე რომ არ იციან თუ ვინ არის კითხვის ავტორი) სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემენ.

გუშინ, 23 მაისს, ლევან კობიაშვილმა ერთ-ერთი კითხვის ავტორს მისი მაისური უსახსოვრა.

"გუშინდელი დღე უდაოდ ჩემს ცხოვრებაში დარჩება როგორც ერთერთი დაუვიწყარ და საუკეთესო მოგონებად. პოსტის დაწერა ცოტა დამიგვიანდა იმიტომ რომ აზრებს ვერ ვალაგებდი იმდენად ემოციურ და ამაღლებულ ნოტაზე ვიყავი, ხოდა ახლა შევუდგები წერას და იმედია რომ გადავიკითხავ მომეწონება და თქვენც გაგიზიარებთ...

მოკლედ როდესაც ჩემმა მეგობარმა ამ რუბრიკაზე მითხრა (იმედია ხვდებით რასაც ვგულისხმხობ) გავიფიქრე ეს ჩემი შანსია მეთქი, ჰოდა როცა შანსი გეძლევა აისრულო ბავშობის ოცნება და შეხვდე საყვარელ ფეხბურთელს, რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა გააკეთო. არ იყო რთული ის რომ უბრალოდ მენახა ეს ადამიანი. ბოლოსდაბოლოს ჩემს ქალაქში იყო და მივიდოდი ფედერაციასთან დაველოდებოდი და ვნახავდი მაგრამ ასე არ მინდოდა ალბათ ხვდებით რატომაც... მინდოდა გამეცნო, შევხვედრილიყავი, გამესაუბრა და პირადადაც დავრწმუნებულიყავი იმაში, რომ ის ისეთივე პიროვნება იქნებოდა როგორიც მე წარმომედინა და როგორსაც მოედანზე ვხედავდი. რა თქმა უნდა ლევან კობიაშვილი ის ადამიანი არაა რომ იმედებს გიცრუებდეს და არც ამჯერად გამცრუებია იმედი. ის ისეთივე კარგი და გულწრფელია და ისეთივე თავმდაბალი როგორც მე მეგონა და სრულიად დარწმუნებული ვიყავი რომ არ შევცდებოდი მასში.

რუბრიკის კითხვაზე ბევრი არ მიფიქრია იმიტომ რომ მე ქართული ფეხბურთი მტკივა ისევე როგორც ყველა ქართველ ფეხბურთის მოყვარულს. ამიტომაც ვიფიქრე რომ ეს ვარიანტი კარგი იქნებოდა და მისი როგორც ერთერთი გულშემატკივრის და როგორც ფედერაციის პრეზიდენტის აზრი მაინტერესებდა. არ დაგიმალავთ და როგორც ზემოთ ავღნიშნე ეს რუბრიკა სწორედ იმიტომ გამიხარდა რომ შანსი მომეცემოდა, მაგრამ როცა კითხვას ვწერდი სულაც არ ვფიქრობდი რომ ეს კითხვა იქნებოდა გამარჯვების მიზეზი უბრალლოდ იმ დროს მართლა მინდოდა ეს მიძინებული ქართული ფეხბურთი როგორმე გამოღვიძებულიყო და ერთერთი კარგი საქმე სწორედ ეს იქნებოდა რაც მე დავწერე. როგორც აღმოჩნდა ეს თემა ჯერ არ იყო ცნობილი მედიისთვის და ისიც აპირებდა ამის განხორციელებას და ჩემი კითხვის შემდეგ გამოვიდა რომ ექსკლუზივი დაიდო. შედეგად გამოვიდა ისე რომ ერთი კურდღლით ორი ქვა მოვკალი... (თუ როგორც არის)

მას მერე ცოტა გაიწელა მასთან შხვედრა გადატვირთული გრაფიკის გამო მაგრამ მშვიდად ვიყავი როცა ვიცოდი რომ აუცილებლად უნდა მენახა არ ვნერვიულობდი... ნერვიულობა დამეწყო უკე ფედერაციაში შესვლისთანავე, იმიტომ რომ მინდოდა კარგად მესაუბრა და ყველა ის კითხვა სწორად დამესვა რაც მისთვის მქონდ ასაკითხავი...

მოკლედ გავნმეორდები და ვიტყვი რომ ძალიან გულწრფელი გახსნილი და უშუალოა ურთიერთობაში, როდესაც ვესაუბრებოდი მეგონა რომ დიდი ხნის მეგობართან მქონდა დიალოგი და როდესაც ბავშობის საყვარელი ფეხბურთელი ასე გესაუბრება, როდესაც შენს წინ დგას ის ადამიანი, რომელსაც უყურებდი ტელევიზორში და რომელიც უდიდეს სიხარულს განიჭებდა მისი თამაშით, როდესაც ხედავ ადამიანს შენს პირისპირ რომელმაც ოლივერ კანს ისეთი გოლი გაუტანა როგორიც ჯერ არავის გაუტანია და რომელიც არასდროს დაავიწყდება (კანის სიტყვებს ვციტირებ) როდესაც შენს წინ დგას ის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიკი შეასრულა, და ბოლოს როდესაც შენს წინ იმ კაცს ხედავ რომელმაც იმ ერთ განსაკუთრებულ საღამოს მთელს საქართველოს დაავიწყა პირადი თუ ქვეყნის პრობლემა და იმ ერთ განსაკუთრებულ საღამოს მთელ ერს მიანიჭა უდიდესი სიხარული... (რომელიც ასევე გამოვცადე ჩემს თავზე როცა სრულიად უცხო ადამიანი ჩამეხუტა და ყვიროდა "ვამაყობ ქართველობითო") როცა აცნობიერებ რომ ეს ადამიანი შენს წინ დგას და გესაუბრება როგორც კარგ მეგობარს, შენ ამ დროს უბრალოდ საოცარ ბედნიერებას განიცდი და სინაგანად გრძნობ რომ რაღაც განსაკუთრებული ხდება. მართალია არ გეტყობა ეს მაგრამ მაინც...

არვიცი ამ ნაწერში რამდენად სწორად გადმოვეცი ჩემი ემოციები და ჩემი სათქმელი, მაგრამ შევეცადე და აგერ დასრულებულიც მგონია რომ ღირს თქვენც გაგიზიაროთ.

იმასაც დავამატებ , რომ ფედერაციის არჩევნებზე მე იმ აქციაზე ვიყავი რომელიც კობის მხარდასაჭერად გაიმართა და იმიტომ კიარ ვუჭერდ მას მხარს რომ ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო.... არა. იმიტომ ვიყავი იქ რომ ვიცოდი მისი დამოკიდებულება ქართული ფეხბურთისადმი და მისი პიროვნული თვისებები, ვიცოდი რომ მას ისევე შესტკიოდა გული ქართულ ფეხბურთზე როგორც ყველა ჩვენგანს და იმედი მომეცა მისი მოსვლის შემდეგ რომ ამ ქვეყანაში წინსვლა იქნება და ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს ფეხბურთისგან მიღებულ სიხარულს რაშიც აუცილებლად მჯერა რომ ლევან კობიაშვილის ხელი იქნება გარეული.

შეხვედრის დასრულებისას კობის ვკითხე იაშკაც აქ ხომ არ არის მეთქი და კიო. ძალიან გამიხარდა რადგან მასთანაც მინდოდა შეხვედრა, მინდოდა რომ იმ წარმატებული და თავდადებული კარიერისთვის ჩემი წილი მადლობა გადამეხადა და ეს მოვახერხე. კიდევ ერთხელ მადლობა მას. ის ჩემი, შენი და ჩვენი ლეგენდაა.

მიუხედავად ბოლოდროინდელი არცთუ სასიამოვნო პერიოდისა ჩემს ცხოვრებაში, ეს დღე ნამდვილად იყო ბედნიერების მომტანი... დიახ მეგობრებო! მე ფეხბურთი მაბედნიერებს. ფეხბურთი, რომელიც ზოგჯერ დიდ ტკივილს და მწუხარებას იწვევს მაგრამ მას მუდმივად მოაქვს სიხარული და როგორც ფენიქსი ისე აღადგენს ადამიანის სულს ფერფლიდან. მიუხედავად იმისა თუ რა ხდება შენს ცხოვრებაში, მუხედავად იმისა თუ ვინ მოდის ან მიდის შენი ცხოვრებიდან ფეხბურთი იმ წამიდან როცა შენ მის ინექციას იკეთებ ვენაში ის მუდამ შენთნ რჩება და არასდროს გტოვებს მარტო ადამიანებისგან განსხვავებით და ამიტომაც ვარ მისი ერთგული როგორც თავად ის ჩემი.

პოსტს ბილ შენკლის სიტყვებით ვასრულებ რომელმაც თქვა "ადამიანები ამბობენ რომ ფეხბურთი სიკვდილსსა და სიცოცხლის გასაყარზეა, მაგრამ მე მათ ვერ დავეთანხმები რადგან ვთვლი რომ ფეხბურთი ორივეზე მაღლა დგას"

პ.ს. მადლობა ლევან კობიაშვილს იმისთვის რომ მისი მთელი კარიერა თავდაუზოგაად შრომობდა იმისთვის რომ გულშემატკივარს სიხარული ეგრძნო, მადლობა მას რომ მომცა საშუალება შევხვედროდი.

მადლობა ასევე ჩემს მეგობარ ჟურნალისტ ედო ბადალაშვილს რომლის დახმარების და მისი უშუალო მონაწილეობის გარეშეც ვერ მოვახერხებდი ამას." - წერს გიორგი გონაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს