როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქში" გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შესახებ გოგი თოფაძის განცხადებას

როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქში" გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შესახებ გოგი თოფაძის განცხადებას

ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მომხდარი მკვლელობის შესახებ ”მრეწველების” ლიდერ გოგი თოფაძის განცხადებას "ფეისბუქში" მწვავე გამოხმაურება მოჰყვა:

ალიმი ხერხაძე, საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი სპეციალისტი ქუთაისის მერიაში:

გოგი თოფაძისთვის აქციაზე დარბეული ადამიანები (არ ვამართლებ არანაირ ძალადობას), რუსეთის ჯაშუშები, სეპარატისტი ვაჰაბერ ჩანხალიანები წამებულები არიან და ოკუპანტის მიერ "ერთი კაცის სიკვდილი მაღალ დონეზე ასაყვანი არ არის". მიმიფურთხებია, გოგი თოფაძე, შენი კოლაბორაციონისტი და გამყიდველი სულისთვის.

რით ვერ გაიგო ქართული საზოგადოების რუსოფილმა ხორცმეტებმა, რომ არც "ბაბაიას" ძახილი გადის ოკუპანტთან. ის მანამდე არ ჩერდება სანამ არ გადაგყლაპავს, ფეხმძიმე ქალებს არ გაგიპატიურებს, თვითმყოფადობას არ გაგინადგურებს და პატრიოტებს არ გიწამებს. 2008 წლის ომზე რომ არაფერი ვთქვათ, მხოლოდ გიორგი ანწუხელიძის წამების კადრებია საკმარისი იმისთვის, რომ მინიმუმ მომდევნო 50 წელი არ გავიხედოთ საერთოდ ჩრდილოეთით.

რამდენიმე დღის წინ ერთი საჯარო მოხელე რუსეთის სიკეთეს რომ მიმტკიცებდა, არგუმენტი მოიყვანა: რომ არა რუსეთი ოსმალეთს ბაგრატის ტაძარში ცხენების თავლა ჰქონდათ და მათ განგვათავისუფლესო, მერე კი პასუხის გაცემა არ მაცადა. ნეტა ბაგრატის ტაძრის გუმბათი ვინ დაანგრია, სობორო ვინ დაანგრია... თავლად გადაკეთებულ ტაძარს უფრო ეშველება, ვიდრე გუმბათმონგრეულს მგონი.  საზოგადოების ნაწილი, რომლის თაობამაც აფხაზეთი და სამაჩაბლო დაკარგა, ახლა განვითარების საშუალებას არ აძლევს სახელმწიფოს... ოხ დემოკრატიავ შენს ნაკლებს რა ვუთხარი.........

ჩიორა თაქთაქიშვილი, დეპუტატი:

ზაქარეიშვილი, თოფაძე - ერთი ბიძინას/ქოცის 2 სახე.

ტარიელ ჭულიხაძე, "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი:

ერთმანეთს ეჯიბრებიან მგონი. 2016 წელს ფსიქო შემოწმება უნდა მოვითხოვოთ პარლამენტარებისთვის. კომენტარი მკვლელობაზე: "ეს მოხდება ხოლმე, შეიძლება შეტაკება თუ მოხდა. მანდ რაღაც მგონი კომერციული ინტერესები იყო"

მარიამ საჯაია, დეპუტატი

აღარ შემიძლია.... მე და ამ ბატონს, ორივეს ქართველები როგორ უნდა გვერქვას. და მით უფრო როგორ უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის წევრი, ხალხის ნების გამომხატავი, მათი ინტერესთა დამცველი

ანი ნადარეიშვილი:

ივანიშვილის რუპორი

თამარ ჩერგოლეიშვილი, "ტაბულას" რედაქტორი:

თქვენ აგინეთ, მე დაბადების დღე მაქვს და მეზარება

ნიკა გვარამია, "რუსტავი 2"-ის გენ.დირექტორი:

სირი კი არა, ნამდვილი ყ**თა ბელადია

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი:

გზაზე მიდის ერთი კაცი.

რათა ერთი?

მაშ რამდენი?

ძალიან ბევრი ათასი, მაგრამ მერე რა?

ივანიშვილი კარგი კაცია, ერთი მოთხარა, ასი დარგო. ივანიშვილი ისეთი კარგი კაცია, ქვეყანას ნათელში გაიყვანს, მურუსიძეებთან, შოთაძეებთან, თოფაძეებთან და სხვა ნარგავებთან ერთად. ხვალ დამოუკიდებლობის დღეა. ორ-ორჯერ ვზეიმობთ, როგორც შობას, ახალ წელს, ბარბარობას.... გაცნობიერება გვიჭირს და გამეორება გვჭირდება, ორ-ორჯერ წელიწადში და ყოველთვის მხოლოდ ზეპირად.

ინგა გრიგოლია, ტელეწამყვანი:

დავიჯერო, საერთოდ ვერ ხვდება, რომ ასე თუ ფიქრობს, ხმამაღლა მაინც არ უნდა თქვას???????!!!!!!!!

მანანა მანჯგალაძე, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესსპიკერი:

ვაიმე, ბატონო გოგი, აღარ დალიოთ, თქვენი ლუდი უკვე თქვენც გწყენთ

გივი თარგამაძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

თოფაძე, ზაქარეიშვილი და სხვები - მთელი რუსული რაზმი საქართველოს ხელისუფლებაში კრემლის გზავნილს გვაუწყებენ - კი, დროდადრო ხალხს მოგიკლავთ, გავიტაცებთ, დაგამცირებთ, საოკუპაციო ხაზს გადმოვაჩოჩებთ, მაგრამ ამ ამბებს ნუ გაბერავთ, დასავლელ მეგობრებს ნუ დაუჯერებთ, იყუჩეთ, გვიცეკვეთ, გვიმღერეთ, გვაპურმარილეთ, მოკლედ, ჩუნგაჩანგურად მოიქეცით და არსებობის უფლება შეგვთხოვეთ. 8 ოქტომბერს ხალხი ამ რაზმს ხელისუფლებიდან გაისტუმრებს და თავისუფლებისთვის ბრძოლას განაგრძობს.

წაიკითხეთ: გოგი თოფაძე - ერთი კაცი მოკვდა, კი, ქართველია, ძალიან საწყენია, მაგრამ ამ დონეზე აყვანა არ მგონია დღეს საჭირო იყოს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს