მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლობის დღეს ქართველ ხალხს ორაზროვანი პოსტით ულოცავს

მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლობის დღეს ქართველ ხალხს ორაზროვანი პოსტით ულოცავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ფეისბუქის საშუალებით ულოცავს. ოდესის ყოფილი გუბერნატორი 2012 წლის 26 მაისს ქუთაისში გამართული აღლუმის ფოტოს აქვეყნებს პირად გვერდზე და ორაზროვანი პოსტით მიმართავს ფეისბუქ-აუდიტორიას:

"გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! წელს ბოლოჯერ ვხვდებით მთავარ ეროვნულ დღესასწაულს აღლუმის გარეშე", - წერს ექს-პრეზიდენტი.

უცნობია, რას გულისხმობს მიხეილ სააკაშვილი სიტყვაში "ბოლოჯერ", თუმცა თუ მის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუს გავიხსენებთ, როგორც ჩანს უკრაინის მოქალაქე საქართველოს ექს-პრეზიდენტი 2017 წელს დაბრუნებას აპირებს. "არავინ არ მიიღოს დამუქრებად, ეს არის ბუნებრივი მოვლენა, რომ, რა თქმა უნდა, ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას და აქტიურად ვაპირებ პროცესებში ჩართვას იმ პირობებში, როცა ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ უკრაინაში და ეს არის ერთი ბრძოლის ორი ფლანგი. ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას ჩვენთან - საქართველოში და ჩემთან - უკრაინაში", - განაცხადა სააკაშვილმა "არჩევანში" საუბრისას.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს