"ევამ სკამზე ჯდომა მოახერხა" - შორენა ბეგაშვილი თურქეთის კლინიკიდან ქალიშვილის ახალ ფოტოს აქვეყნებს

"ევამ სკამზე ჯდომა მოახერხა" - შორენა ბეგაშვილი თურქეთის კლინიკიდან ქალიშვილის ახალ ფოტოს აქვეყნებს

მსახიობი შორენა ბეგაშვილი თურქეთის კლინიკიდან ევა ბარბაქაძის ახალ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე ჩანს, რომ მსახიობის ქალიშვილმა უკვე დაჯდომაც შეძლო. ფოტოს უამრავი მოწონება და გამოხმარუება მოჰყვა.

"ზიის... მალე გამოჯანმრთელდება"; "ხედავ, ევამ სკამზე ჯდომა მოახერხა, ძალიან მალე ფეხზეც დადგება... ყველა ტკივილს დაივიწყებს ბედნიერებისგან.ხელმეორედ დაიბადა ევა"; "ეს უკვე ბევრ რამეს ნიშნავს, იმედია მომცემია" - წერენ შორენას "ფეისბუქის"მეგობრები.

ევა ბარბაქაძეს თურქეთში ორი ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა.

როგორც ცნობილია, ბეგაშვილის ქალიშვილს ხანგრძლივი რეაბილიტაციის კურსი ესაჭიროება.

ევა ბარბაქაძე 25 აპრილს მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. მას იაშვილის კლინიკაში რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.

შეგახსენებთ ევა ბარბაქაძის დახმარების მსურველებს, რამდენიმე საშუალებით შეუძლიათ თანხის გადარიცხვა:

0901701100 - "მაგთისა" და "ბილაინის" აბონენტებისთვის.

ზარის ღირებულება 1 ლარი

"საქართველოს ბანკი":

GE57BG0000000642055200

TBC ბანკი:

GE61TB7723536010100019 (GEL)

GE40TB1123536110100031 (USD)

ბანკი „რესპუბლიკა“:

GE39BR0000010929691997

ასევე იხილეთ: გადაურიცხა თუ არა ევა ბარბაქაძეს ბიძინა ივანიშვილმა თანხა - რას წერს შორენა ბეგაშვილი გავრცელებულ ინფორმაციაზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს