სასკოლო განათლების სისტემა ყოველდღიურად უფრო ბიუროკრატიული ხდება - გიგი თევზაძე

სასკოლო განათლების სისტემა ყოველდღიურად უფრო ბიუროკრატიული ხდება - გიგი თევზაძე

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, გიგი თევზაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე სასკოლო განათლების სისტემაში არსებული პრობლემის შესახებ წერს:

"ერთადერთი გამოსავალი მასწავლებლების და მოსწავლეების განთავისუფლებაა (სამსახურიდან გაგდებას არ ვგულისხობ:-) ):

დღეს ბევრს ვფიქრობდი, რა უნდა ეშველოს სასკოლო განათლების სისტემას. იმპულსი - ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიღება, რომელიც კიდევ უფრო ზღუდავს სწავლების თავისუფლებას და FRAME CURRICULUM-ის ჰიპერბოლიზებული ვერსიაა. იმისათვის, რომ ცხადი გახდეს სრული უპერსპექტიობა, ჩამოვთვლი პრობლემებს:

1. სისტემა ყოველდღიურად უფრო ბიუროკრატიული ხდება: მასწავლებლები სულ უფრო და უფრო მეტ დროს უთმობენ სამინისტროს დავალებების შესრულებას და ნაკლებ დროს სწავლა/სწავლებას;

2. სასწავლო გემა იმდენად დაკონკრეტებულია, რომ ყოველგვარი თავისუფლება სწავლება/სწავლაში იკრძალება;

3. სისტემა უკიდურესად ვერტიკალურია: სკოლები კვლვ ხდებიან (თუ უკვე არ არიან) სამინისტროს განყოფილებები.

გამოსავალი, ვფიქრობ, ერთია: უნდა შემოვიღოთ CORE CURRICULUM, რომელიც განსაზღვრავს სწავლა/სწავლების ძირითად პრინციპებს/მიმართულებებს, ხოლო სხვა მხრივ მასწავლებლებს და მოსწავლეებს თავისუფლებას აძლევს.

ვიცი, მეტყვით, რომ მასწავლებელები მზად არ არიან. შეიძლება ზოგიერთი მათგანი არ იყოს მზად, მაგრამ არსებულ ვითარებას ყველაფერი სჯობია.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ CORE CURRICULUM-ის პირობებში არსებული მმართველობითი ვერტიკალები და შემოწმება/დამოწმების/გადამოწმების სისტემები შეუძლებელია.

თუ ამას არ გავაკეთებთ, ამ ქვეყანაში ყოველთვის იქნებიან ისინი, ვინც დღეს არიან".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს