რა განმარტებას აკეთებს ჟურნალისტი სალომე ასათიანი ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს შესახებ

რა განმარტებას აკეთებს ჟურნალისტი სალომე ასათიანი ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს შესახებ

გადაცემა "ინტერVIEW"-ის წამყვანი სალომე ასათიანი ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება გუშინდელ ინტერვიუს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან:

"მოკლე განმარტება მინდა გავაკეთო. ინტერვიუს ჩაწერამდე იყო შეთანხმება, რომ ვისაუბრებდით ბიძინა ივანიშვილის წერილზე და დამატებით სხვა საკითხებზეც. წინა დღეს პირადად ველაპარაკე მისი პრესცენტრის წარმომადგენელს, გიორგი უძილაურს. ვუთხარი, რომ წერილის მიღმა ვისაუბრებდით ივანიშვილის ძალაუფლებაზე და კულტურის პოლიტიკაზე, კერძოდ საყდრისზე და პანორამა თბილისზე. წერილიდან - ქართული ოცნების პერსპექტივებზე, სასამართლოს თავისუფლების ხარისხზე, წინა ხელისუფლების ავტორიტარული მემკვიდრეობის სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებაზე, საგარეო ურთიერთობებზე. ყველა ამ თემაზე მივიღეთ თანხმობა.

კონკრეტული კითხვები არ გაგვიგზავნია, რადგან ამას არასოდეს ვაკეთებთ, მაგრამ თემები, რომლებსაც შევეხეთ, იყო შეთანხმებული. არ ვიცი რა მოხდა, გადასცეს თუ არა სტუმარს ეს საკითხები და რატომ გამოვიდა ასე. "ქაღალდებში ქექვისთვის" კი ბოდიშს გიხდით. უცებ გამიჭირდა საჭირო ციტატის მოძებნა და ცოტა დრო დამჭირდა ამისთვის. იმედია მაპატიებთ შექმნილ დისკომფორტს" - წერს სალომე ასათიანიპირად გვერდზე.

"საზოგადოებრივი მაუწყებლისა" და რადიო "თავისუფლების" ერთობლივ გადაცემაში "ინტერVIEW" ბიძინა ივანიშვილი 2 ივნისს იყო სტუმრად.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს